რა შედეგები აქვთ პარტიებს ISFED-ის პარალელური დათვლით

ფოტო: ნატალია ავალიანი / On.ge
სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) პარალელური დათვლის შედეგები წარადგინა. PVT-ის შედეგები ეფუძნება ISFED-ის დამკვირვებლების ინფორმაციას 95%-დან და მისი სანდოობა არის 99%. ISFED-ის PVT მონაცემებით, ქართულ ოცნებას აქვს 46,6%, ნაციონალურ მოძრაობას — 31,1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას — 7,7%. ქვეყნის მასშტაბით პროპორციულის შედეგები სრულად ასეთია:
- მესამე ძალა — 1,4% (ცდომილების ზღვარი +- 0,21%);
- ევროპული საქართველო — 1,8% (ცდომილების ზღვარი +- 0,27%);
- ნაციონალური მოძრობა — 31,1% (ცდომილების ზღვარი +- 1,07%);
- პატრიოტთა ალიანსი — 1,5% (ცდომილების ზღვარი +- 0,12%);
- ლელო — 2,6% (ცდომილების ზღვარი +- 0,2%);
- ლეიბორისტული პარტია — 1,3% (ცდომილების ზღვარი +- 0,1%);
- გახარია საქართველოსთვის — 7,7% (ცდომილების ზღვარი +- 0,5%);
- გირჩი — 1% (ცდომილების ზღვარი +- 0,1%);
- ქართული ოცნება — 46,6% (ცდომილების ზღვარი +- 1,18);
- გირჩი — მეტი თავისუფლება — 1,4% (ცდომილების ზღვარი +- 0,17%);
- სხვა პარტიები — 3,7%.
რაც შეეხება თბილისის მასშტაბით პროპორციული სისტემის საფუძველზე პარტიებში გადანაწილებულ ხმებს, ასე განაწილდა:
- მესამე ძალა — 1% (ცდომილების ზღვარი +- 0,08%);
- ევროპული საქართველო — 1,1% (ცდომილების ზღვარი +- 0,15%);
- ნაციონალური მოძრაობა — 28,3% (ცდომილების ზღვარი +- 0,89%);
- მოქალაქეები — 2,5% (ცდომილების ზღვარი +- 0,13%)
- პატრიოტთა ალიანსი — 1,7% (ცდომილების ზღვარი +- 0,12%);
- ლელო — 3,7% (ცდომილების ზღვარი +- 0,24%);
- ლეიბორისტული პარტია — 1,3% (ცდომილების ზღვარი +- 0,10%);
- გახარია — საქართველოსთვის — 8,8% (ცდომილების ზღვარი +- 0,39);
- დროა — 2,1 (ცდომილების ზღვარი +- 0,21%);
- გირჩი — 1,7% (ცდომილების ზღვარი +- 0,13%);
- ქართული ოცნება — 39,7% (ცდომილების ზღვარი +- 0,99%);
- გირჩი — მეტი თავისუფლება — 3,4 (ცდომილების ზღვარი +- 0,23%);
- ანა დოლიძე — 2,5 (ცდომილების ზღვარი +- 0,17%);
- სხვა პარტიები — 2,2%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 99,92%. ამ დროის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 46,65% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას 30,7%, გახარიას პარტიას კი 7,79%. ამასთან, სრულად დათვლილია თბილისი, სადაც ქართულ ოცნებას 40,3% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას 27,97%, გახარიას პარტიას კი 8,85%.
- არჩევნების პირველადი შედეგების ნახვა შეგიძლიათ აქ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები