როგორ აფასებს ეუთო/ოდირი 2 ოქტომბრის არჩევნებს
ეუთოს/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნები მეტწილად მშვიდ გარემოში, გამჭვირვალედ და ორგანიზებულად ჩატარდა. აქვე აღნიშნულია ისიც, რომ არჩევნები პოლიტიკური კრიზისისა და მძაფრი პოლარიზაციის ფონზე მიმდინარეობდა. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ ჯონსონის განცხადებით, ცალკეული უბნებზე ოქმების შევსებასთან დაკავშირებულმა პროცედურულმა ხარვეზებმა მნიშვნელოვანი სირთულეები შექმნა, თუმცა, საერთო ჯამში, ის ხმის დათვლის პროცესს პოზიტიურად აფასებს.
საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნებმა გადაფარა ადგილობრივი პრობლემები. დასკვნაში საუბარია იმაზეც, რომ ზოგიერთ უბანზე ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის მობილიზების გამო გამოწვევა იყო Covid-19-თან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულება. აქვე აღნიშნულია, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილი მოქმედებდა, როგორც პარტიების მხარდამჭერი და დროდადრო ერეოდნენ საარჩევნო პროცესებში.
გაუთვალისწინებელი რეკომენდაციები
ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ჩარჩო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საფუძველს იძლევა, თუმცა აღნიშნულია, რომ გაუთვალისწინებელი დარჩა ოდირისა და ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია.
"განსაკუთრებით ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო დავების მოგვარებას და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას", — განაცხადა ალბერტ ჯონსონმა.
იგივე ეხება საარჩევნო დარღვევების გასაჩივრების მექანიზმსაც.
"გასაჩივრების მექანიზმი უზრუნველყოფს დავების მოგვარებას სწრაფად, მაგრამ მიმდინარე ცვლილებების ფარგლებში არ იყო გათვალისწინებული ოდირის რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდებოდა სამართლებრივი ჩარჩოს გაფართოებას და ნებისმიერი ტიპის რეკომენდაციის დაჩქარებულ ვადებში განხილვას", — წერია დასკვნაში.
აქვე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია სასამართლოსა და სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდეთ ნდობა, რათა რათ შეძლონ არჩევნებთან დაკავშირეული დავების განხილვა.
საარჩევნო კამპანია
არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საშუალება ჰქონდათ, თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია კონკურენტიან გარემოში, თუმცა აღინიშნებოდა ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული ბრალდებები დაშინებაზე, ხმების მოსყიდვაზე, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლაზე
"ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებებს, რომლებიც გაძლიერდა არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად. ადგილი ჰქონდა, ასევე, აგრესიულ რიტორიკას, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში", — აღნიშნულია დასკვნაში.
აქვე ვკითხულობთ, რომ სამთავრობო გუნდის განცხადებები არ შეესაბამებოდა სამართლიანი საარჩევნო გარემოს სულისკვეთებას.
"ადგილი ჰქონდა მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეების ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში, რამაც, ფაქტობრივად, მმართველ პარტიას მისცა არასათანადო უპირატესობა", — წერია განცხადებაში.
ცესკო
რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, ეუთო/ოდირის შეფასებით მან ეფექტიანად მართა კენჭისყრის პროცესის ტექნიკური ასპექტები და ღია იყვნენ დაინტერესებული მხარეებისთვის. დასკვნაში წერია, რომ ზოგადი აღქმით ცესკო მიუკერძოებელია, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო დაპირისპირებებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა საუბნო საარჩევნო კომისიის შერჩევისა და დანიშვნის პროცესზე.
ამომრჩეველთა ერთიანი სია
ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, ამომრჩეველთა ერთიანი სიის სიზუსტე სანდოა და ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია მის შედგენაში. აქვე აღნიშნულია, რომ იყო შემთხვევები, როცა ოპოზიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა ხელისუფლების ზეწოლის შედეგად გააუქმეს რეგისტრაცია.
პარტიების დაფინანსება
ეუთო/ოდირის შეფასებით, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ სამართლებრივი ჩარჩო ყოვლისმომცველია, თუმცა მაინც რჩება ხარვეზები. დასკვნის მიხედვით, პრობლემურია აღსრულებაც, რაც ამცირებს გამჭვირვალობას და უარყოფით გავლენას ახდენს ანგარიშვალდებულებაზე.
"პარტიებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი იყო კამპანიის დაფინანსებისა და რესურსების კუთხით, რამაც თავისი წვლილი შეიტანა კანდიდატებისთვის არათანაბარი გარემოს შექმნაზე", — აღნიშნულია დასკვნაში.
ორგანიზაცის დასკვნის მიხედვით, რესურსების დისბალანსმა და თანამდებობრივმა უპირატესობებმა მმართველ პარტიას სარგებელი მოუტანა.
ქალთა წარმომადგენლობა
ეუთო/ოდირის შეფასებით, საარჩევნო კამპანიაში ქალები აქტიურად არ მონაწილეობდნენ და ამ მხრივ შედარებით მეტი აქტიურობა დედაქალაქში იყო. დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კვოტირების შესაბამისად სავალდებულოა საარჩევნო სიაში ყოველი მესამე იყოს განსხვავებული სქესის, საერთო ჯამში, ქალთა წარმომადგენლობა არ იყო 42,5%-ზე მაღალი.
"საჭიროა მეტი პასუხისმგებლობის აღება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში", — განაცხადა ალბერტ იონსონმა.
მედიაგარემო
ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებულია.
"სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ გაშუქება იყო მკვეთრად შერჩევითი. ამის გამო, ამომრჩეველს შეზღუდული ჰქონდა შესაძლებლობა გაეცნო პოლიტიკური ალტერნატივები. ეროვნულმა სამაუწყებლო არხებმა არჩევნები ინტენსიურად გააშუქეს, მაგრამ უმეტესწილად, ყურადღება მახვილდებოდა სამ პოლიტიკურ ძალაზე — ქართული ოცნება, ენმ და საქართველოსთვის", — აღნიშნულია დასკვნაში.
აქვე წერია, რომ მედია, ძირითადად, აშუქებდა ამ სამი პოლიტიკური პარტიის ურთიერთბრალდებებს და ნაკლებად იყო ანალიტიკური და საგამოძიებო მასალები.
დასკვანში აღნიშნულია, რომ სადამკვირვებლო მისიის შეშფოთებას იწვევდა ჟურნალისტების დაშინებისა და მათზეძალადობის შემთხვევები.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები