ხუთივე თვითმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება

ფოტო: ნატალია ავალიანი / On.ge
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოს ხუთივე თვითმართველ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში მეორე ტური გაიმართება. პირველადი მონაცემებით, აქ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების უმრავლესობა, შესაბამისად, მეორე ტურში ის 2 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ვისაც ყველაზე მეტი ხმა აქვს.
თბილისი
დედაქალაქში დათვლილია ხმების 99,74%. შედეგების მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს. მან 44,97% მიიღო, ნიკა მელიამ კი 33,98%.
რუსთავი
აქ დათვლილია ხმების 98,86%, საიდანაც 44,83% ნინო ლაცაბიძემ მიიღო, 43,53% კი დავით კირკიტაძემ.
ქუთაისი
დათვლილია ხმების 99,19% და ამჟამინდელი მონაცემებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ლიდერობს. ხატია დეკანოიძემ 43,35% მიიღო, ქართული ოცნების კანდიადტმა, იოსებ ხახალეიშვილმა კი 41,49%.
ფოთი
დათვლილია ხმების 100%, საიდანაც 46,86% მიიღო ბექა ვაჭარაძემ, 38,09% კი გიგი უგულავამ.
ბათუმი
აქაც დათვლილია ხმების 100% და ენმ-ს კანდიდატი ლიდერობს. გიორგი კირთაძემ 41,97% მიიღო, არჩილ ჩიქოვანმა კი 41,08%.
მეორე ტური 20 ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში გაიმართება. კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტური პირველი ტურიდან 4 კვირაში, ანუ 30 ოქტომბერს გაიმართება.
აქვე აღსანიშნავია, რომ ხმების 100%-ის დათვლა საბოლოო შედეგებს არ ნიშნავს, რადგან დარღვევების გამო შეტანილ საჩივრებს, შესაძლოა, ზოგიერთი უბნის მონაცემების გაბათილება ან შეცვლა მოჰყვეს, რაც აისახება გამოქვეყნებულ მონაცემებზე. საბოლოო შედეგებს ცესკო საჩივრების განხილვის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
კომენტარები