მთავრობა 2022 წელს 3,1 მილიარდი ლარის საგარეო ვალს აიღებს
მთავრობა 2022 წლისთვის 3,1 მილიარდი ლარის ახალი საგარეო ვალის აღებას გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი მომავალი წლის ბიუჯეტის დოკუმენტიდან ხდება.
ეს იმის ფონზე, როდესაც მთავრობამ ევროკავშირის 75 მილიონი ევროს მოცულობის მაკროფინანსურ დახმარების, ანუ დაბალპროცენტიანი სესხის აღებაზე უარი თქვა. მაშინ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნულ ტრანშზე უარის თქმის მოტივად საგარეო ვალის შემცირების აუცილებლობას ასახელებდა.
როგორც 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიიდან ხდება ცნობილი, მომავალ წელს აღებული 3,1 მილიარდი ლარის საგარეო ვალიდან 1,9 მილიარდი უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ გამოყოფილი გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტები იქნება.
ამასთან, მომავალ წელს მთავრობა ბიუჯეტის მხარდასაჭერად 1,2 მილიარდის მობილიზებას გეგმავს:
- ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები — 318 მილიონი ლარის ოდენობით;
- წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები — 150 მილიონი ლარის ოდენობით;
- კლიმატზე მორგებული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები — 190,3 მილიონი ლარის ოდენობით;
- განვითარების პოლიტიკის ღონისძიება 2022 პროგრამის (DPO-2022) ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები — 157,38 მილიონი ლარის ოდენობით;
- სოციალური კეთილდღეობის პროგრამა IV-ის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები — 109,8 მილინი ლარის ოდენობით;
- წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები — 109,8 მილიონი ლარის ოდენობით (ADB-ს II ტრანშის თანადაფინანსება);
- საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა V-ის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები — 164,7 მილიონი ლარის ოდენობით.
ბიუჯეტის პროექტში ნათქვამია, რომ 2022 წელს საგარეო ვალის დაფარვისთვის 1,44 მილიარდი ლარი დაიხარჯება, საიდანაც 1,19 მილიარდი ლარი სესხების ძირითადი თანხა, ხოლო 250 მილიონი ლარი — პროცენტის თანხა იქნება.
გარდა ამისა, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2,85 მილიარდი ლარის საშინაო ვალს აიღებს. ამასთან, მთავრობა მომავალ წელს შიდა ვალის 1,55 მილიარდით შემცირებას გეგმავს.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მინისტრი ამბობს, რომ 2020 წელთან შედარებით, როდესაც მთავრობის ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 60% იყო, წელს ეს მაჩვენებელი 7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ხუციშვილი იმასაც ამბობს, რომ მიმდინარე წელს უარი ითქვა არა მხოლოდ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე, არამედ სხვა წინასწარ შეთანხმებულ საგარეო ვალდებულებებზეც.
"ვალის მოცულობა მცირდება მნიშვნელოვნად, 7 პროცენტული პუნქტით შემცირება არის მნიშვნელოვანი შემცირება. ეს შემცირება განხორციელდა იმის ხარჯზე, რომ საქართველომ თქვა უარი ძალიან ბევრ საგარეო ვალდებულებებზე, რომლებიც შეთანხმებული იყო, ან იყო მოლაპარაკების პროცესში და ეს არ იყო მხოლოდ ევროკავშირთან მიმართებაში, ეს არის მთელი რიგი სხვა მიმართულებები მათ შორის, კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში, სადაც საქართველომ შეცვალა მიმართება, ან საერთოდ უარი თქვა კონკრეტული პროექტებისთვის ვალის აღებაზე, ან შევიდა ბიუჯეტი ამ პროექტების თანადაფინანსებაში, რამაც საშუალება მოგვცა, რომ ვალის მოცულობა [მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით] შეგვემცირებინა 60%-დან 52,7%-მდე", — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ბიუჯეტის 2022 წლის პროექტის მიხედვით, ჯამში, მომავალი წლის ბოლოთვის მთავრობის საგარეო ვალი 26,6 მილიარდს, ხოლო საშინაო ვალდებულებები 7,09 მილიარდ ლარს მიაღწევს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები