ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომი მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ილიაუნის ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტმა ეკა გურგენიშვილმა, პროფესორებმა თეიმურაზ ზაქარაშვილმა და ვასილ კუხიანიძემ, ევროპელ კოლეგებთან ერთად მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში Astronomy & Astrophysics გამოაქვეყნეს ნაშრომი Rieger-type periodicity in the total irradiance of the Sun as a star during solar cycles 23–24.
ნაშრომის შესახებ
ნაშრომის ავტორები მზის სრულ გამოსხივებაში დაკვირვებულ პერიოდულ ცვლილებათა საშუალებით აფასებენ მაგნიტური ველის სიდიდეს მზის წიაღში.
მზის სრული გამოსხივება ვარსკვლავების გამოსხივების ანალოგიურია, ამიტომ ეს კვლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მზის მსგავსი სხვა ვარსკვლავების შესასწავლად. უფრო ახალგაზრდა ან გვიანდელი მზის ტიპის ვარსკვლავების შესწავლით ჩვენი მზის წარსულისა და მომავლის გარკვევა შეიძლება.
მზე, ჩვენი უახლოესი ვარსკვლავი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი პლანეტის სასიცოცხლო პირობებზე. სხვადასხვა კოსმოსური მისიიდან მიღებული სრული გამოსხივების დაკვირვებები აჩვენებს, რომ მზის სიკაშკაშე ცვალებადია და რამდენიმე წუთიდან რამდენიმე წლამდე მერყეობს, რაც გამოწვეულია მზის მაგნიტური ველის ეფექტებით.
ცნობილი 11-წლიანი ციკლის გარდა მზის აქტიურობაში უფრო მოკლე, 150-200-დღიან, პერიოდებსაც აკვირდებიან, ცნობილს რიეგერის ტიპის ციკლების სახელით. მათი არსებობა თითქმის 40 წელია ცნობილია და ბევრი ამოუცნობი თვისებით ხასიათდება. ეს პერიოდული ცვლილება მხოლოდ ძლიერი მაგნიტური ველის მქონე სტრუქტურებში ჩანს, ამიტომ ის შესაძლოა დაკავშირებული იყოს მზის წიაღის მაგნიტურ ველში არსებულ როსბის ტალღებთან.
"მზის სრულ გამოსხივებაში დაკვირვებული პერიოდული ცვლილებებისა და როსბის ტალღების თვისებების გამოყენებით შევაფასეთ მაგნიტური ველის სიდიდე მზისწიაღში, რაც სხვა დაკვირვებებით შეუძლებელია", — ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, ილიასა და გიოტინგენის (გერმანია) უნივერსიტეტების დოქტორანტი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი ეკა გურგენაშვილი.
ამჟამად რიეგერის ტიპის ციკლების გამოსავლენად სხვა ვარსკვლავების სინათლის მრუდებს ვიკვლევთ, რაც ვარსკვლავების წიაღის მაგნიტური ველის შეფასების საშუალებას მოგვცემს. დაგეგმილი კვლევები შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს სხვადასხვა კოსმოსური მისიის (Kepler, CoRoT, TESS) მიერ დაკვირვებული ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი მზის ტიპის ვარსკვლავების მაგნიტური ველის შესასწავლად.
კვლევა ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული ლემან ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის პროგრამის ფარგლებში. პროგრამის დონორები არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ფოლკსვაგენის ფონდი.
სამეცნიერო სტატია:
E. Gurgenashvili, T. V. Zaqarashvili, V. Kukhianidze, A. Reiners, R. Oliver, A. F. Lanza and T. Reinhold, Rieger-type periodicity in the total irradiance of the Sun as a star during solar cycles 23-24, Astronomy & Astrophysics, 10.1051/0004-6361/202141370
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
კომენტარები