ფეისბუქი, Messenger, Whatsapp და Instagram გლობალურად გაითიშა. ამაზე Downdetector-ზე მომხმარებელთა განაცხადები მეტყველებს. Independent-ის ცნობით, ეს მსხვილი შეფერხებაა, რომელიც Facebook-ის მფლობელობაში არსებულ სოციალურ ქსელებზე ვრცელდება. ამ ოთხ ქსელს საზიარო ინსფრასტრუქტურა აქვს და სავარაუდოდ, სწორედ აქ არსებული პრობლემაა მათი ერთობლივი გათიშვის მიზეზი. გარდა ამისა, ფეისბუქის პროდუქტმა Facebook Workplace-მაც შეწყვიტა მუშაობა.

ამ ეტაპზე, უცნობია რა გახდა შეფერხების მიზეზი. ფეისბუქს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა, ფეისბუქმა ტვიტერზე დატვიტა, რომ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შეფერხებისთვის.