გამართე მანქანა მარტივად — როგორ მუშაობს ციფრული სერვისები ავტოინდუსტრიაში
"ზეთი მაქვს შესაცვლელი, მაგრამ ვერ მოვიცალე"; "მანქანა დიდი ხანია, არ შემიმოწმებია, დრო არ მაქვს"; "ხელოსნებს არასდროს სცალიათ, რამდენჯერაც მივედი, ყოველთვის დაკავებულები არიან..." — ეს ან სხვა მსგავსი წინადადებები მძღოლებისთვის უცხო უნდა გახდეს. ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სერვისი მისი მფლობელისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული. სწორედ ეს იყო თეგეტა მოტორსის მენეჯერების მისია, როცა მათ ციფრული და დისტანციური სერვისების გამართვაზე მუშაობა დაიწყეს.
შედეგად, შეიქმნა სერვისი, რომლითაც მძღოლი ავტომობილთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას მარტივად გადაჭრის ისეთ მულტიფუნქციურ კომპანიაში, როგორიც თეგეტა მოტორსია.
დროის დაზოგვა, რიგში დგომის თავიდან აცილება და ავტომობილის მარტივად გამართვა — ეს არის თეგეტას ციფრული სერვისით სარგებლობის უმთავრესი უპირატესობები. ვიზიტს დაჯავშნით ონლაინ, ნახავთ და გააკონტროლებთ საკუთარი მანქანის ისტორიას, დისტანციურად შეიძენთ ნაწილებს, ზეთებს, აქსესუარებს და ა.შ. მიიღებთ შენაძენს მთელი საქართველოს მასშტაბით და თუკი ამ ყველაფრისთვის არ გცალიათ, გამოიძახებთ პერსონალურ მენეჯერს და თქვენს მანქანას პროფესიონალებს მიანდობთ.
თეგეტას ონლაინ მაღაზიაში 100 000-მდე დასახელების პროდუქტი შეგიძლია შეარჩიოთ და ისარგებლოთ სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით, შეძენილი პროდუქცია კი თქვენთვის სასურველი ფილიალიდან გაიტანოთ, ან მიიღოთ მისამართზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ ნაწილი სასწრაფოდ გჭირდებათ და თბილისში ხართ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ექსპრეს-მიტანის სერვისით და შეკვეთას 1 საათის განმავლობაში მიიღებთ.
საჭიროების შემთხვევაში, თეგეტას ონლაინ მაღაზიაში შენაძენის გაკეთებაში ქოლცენტრის ან ონლაინ ჩატის ოპერატორები დაგეხმარებიან. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი ნაწილი თუ საპოხი მასალა გჭირდებათ, თეგეტა მოტორსის კვალიფიციური კონსულტანტები ონლაინ გაგიწევენ კონსულტაციას. კიდევ უფრო მარტივად: თუ თქვენ თეგეტას მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ ეწვიოთ პორტალს mycarhistory.tegetamotors.ge-ს და ნახოთ თქვენი მანქანის ისტორია, სადაც დეტალურადაა მოცემული, რა სერვისები და პროდუქტები გაქვთ მიღებული თეგეტაში და სწორედ ისტორიის შესაბამისად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი ონლაინ.
კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და სერვისის გამარტივებისთვის თეგეტა გთავაზობთ Online რეზერვაციას — პორტალის საშუალების შეგიძლიათ, ონლაინ დაჯავშნოთ სერვისი და მიიღოთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე. რეზერვაციის პროცედურა ძალიან მარტივია: თქვენ რამდენიმე წუთში შეძლებთ, ჩაეწეროთ მისაღებ დროს, სასურველ ფილიალში და მიიღოთ მომსახურება. ამ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე თეგეტას ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44). ონლაინ რეზერვაციით სარგებლობა ამ ეტაპზე შესაძლებელია თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ფილიალებში.
თუ ავტომობილი მოულოდნელად გაგიფუჭდათ, ან სახლიდან გასვლის გარეშე გსურთ მისი შეკეთება, თეგეტა ამ დროსაც მარტივ სერვისს გთავაზობთ. შეგიძლიათ, გამოიძახოთ პერსონალური მენეჯერი და ისარგებლოთ სხვადასხვა სახის მომსახურებით დისტანციურად. თეგეტა მოტორსის მენეჯერი ავტომობილს ან ადგილზევე შეგიკეთებთ, ან წაიყვანს სერვისცენტრში, ჩაუტარებს საჭირო სერვისს და დაგიბრუნებთ თქვენთვის კომფორტულ მისამართზე.
რაც მთავარია: პერსონალური მენეჯერის მომსახურებით სარგებლობისას კომპანია ავტომობილზე სრულად არის პასუხისმგებელი და აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი თქვენთან ტელეფონით იქნება კავშირზე და ავტომობილის მდგომარეობისა და საჭირო სერვისის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
თეგეტაში ხელმისაწვდომი პროდუქციის შეძენა ქოლ-ცენტრის მეშვეობითაც შესაძლებელია. მომხმარებელთა გარკვეული კატეგორიისთვის ეს ყველაზე მარტივი გზაა - შესაძლებელია, დისტანციურად შეარჩიონ და შეიძინონ პროდუქცია. ასეთ დროს, თეგეტა მოტორსის კვალიფიციური კონსულტანტები, დისტანციურად მიაწვდიან მომხმარებელს დეტალურ ინფორმაციას მათთვის საჭირო პროდუქტების შესახებ. თანხის გადახდა ონლაინ-პორტალის საშუალებით არის შესაძლებელი. ქოლ-ცენტრის კონსულტანტის დახმარებით ასევე შესაძლებელია სასურველ ფილიალში სერვისის დაჯავშნა ან თეგეტას პერსონალური მენეჯერის გამოძახება — ერთი სიტყვით, სრული მომსახურების მიღება.
თეგეტა მოტორსი ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან მოღვაწეობს და ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანია 350 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტას ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ა.შ.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები