ასეთი სიმდაბლე შეშურდებოდათ პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც — დეკანოიძე ღარიბაშვილზე
"ასეთი სიმდაბლე შეშურდებოდათ პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც", — ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი წერილს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.
"ღარიბაშვილის დღევანდელი წერილობითი მიმართვა არის მორიგი მაგალითი, მაგრამ გამორჩეული მაგალითი იმ ამორალურობის და ინტელექტუალური სიმდაბლის, იმ ფსკერის, რომელზეც დღეს იმყოფება პრემიერმინისტრად წოდებული ბიძინა ივანიშვილის მსახური და მთელი ქართული ოცნება და ხელისუფლება. სიძულვილის, ადამიანის სიმდაბლის და ზოგადად, ყევლაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატულება, ზუსტად ეს სიტყვები შეეფერება ღარიბაშვილის იმ მიმართავს, რომელიც დღეს გავრცელდა და გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი მიმართვა, სიმდაბლე, არაადამიანურობა შეშურდებოდა პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც კი.
ამ მიმართვით, მე ვფიქრობ, ყველამ საბოლოოდ გაიგო, უფრო სწორად, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი მართლმსაჯულება და სამართალი კი არ არის სააკაშვილის მიმართ, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიზანი არის რეალურად გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს ვარდების რევოლუციას", — განაცხადა მან.
პრემიერმინისტრი ექსპრეზიდენტზე ვრცელ ფეისბუქპოსტს აქვეყნებს, რომელშიც ავითარებს სხვადასხვა აზრს, განიხილავს ჭორს და თეორიას იმაზე, თუ რატომ ჩამოვიდა ის ქვეყანაში. ვერსიებს შორის პრემიერს ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და სახელმწიფო გადატრიალებაც აქვს ისე, რომ ბრალდებების გასამყარებლად არა ფაქტები, არამედ მოსაზრებები მოჰყავს. ის დამამცირებელ კონტექსტში საუბრობს იმაზე, თითქოს "სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა". უცნობია, რას ეყრდნობა ღარიბაშვილი, თუმცა ამ თემაზე ირონიულად საუბარი აძლიერებს სტიგმას და დისკრიმინაციულია.
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
კომენტარები