პნევმატური ჩაქუჩი უჭირავთ ხელში ღარიბაშვილსა და ქართულ ოცნებას, ყოველდღიურად ფსკერს ხვრეტენ — სამუშია
ლელოს წევრი, ლევან სამუშია ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პრემიერმინისტრსა და ქართულ ოცნებას პნევმატური ჩაქუჩი უჭირავთ ხელში და ყოველდღიურად ფსკერს ხვრეტენ.
"ვისზე ლაპარაკობს საერთოდ ეს ადამიანი, ჩვენ ვნახეთ ივანიშვილმა როგორ გააგდო სავარაუდო კორუფციის დანაშაულით, შემდეგ მოიყვანა, დასჭირდა, დასჭირდა იმიტომ, რომ ყველაფერზე წამსვლელია და ყველაფრის შემსრულებელია, უსიტყვოდ. ახლა ეს სიტუაციაა, ამისთვის დასჭირდა და ამისთვის მოიყვანა. წარმოუდგენელი რამ ხდება.
პნევმატური ჩაქუჩი უჭირავს ხელში, შემიძლია გითხრათ, ღარიბაშვილს და ქართულ ოცნებას და ყოველდღიურად ფსკერს ხვრეტენ, არ უშველით, გამორიცხულია. საქართველოს მოქალაქეებმა ნათლად აჩვენეს თავიანთი პოზიცია და ერთადერთი დარჩენიათ მათ — ზიზღით ლაპარაკი საკუთარ ამომრჩეველთან, ეს არის ამომრჩეველთან დამოკიდებულება და ამ ზიზღით ცდილობენ ფონს გასვლას", — ამბობს სამუშია TV პირველის ეთერში.
დღეს, 6 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ავითარებს სხვადასხვა აზრს, განიხილავს ჭორსა და თეორიას იმაზე, თუ რატომ ჩამოვიდა ექსპრეზიდენტი ქვეყანაში. ვერსიებს შორის პრემიერს ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და სახელმწიფო გადატრიალებაც აქვს ისე, რომ ბრალდებების გასამყარებლად არა ფაქტები, არამედ საკუთარი მოსაზრებები მოჰყავს. ის დამამცირებელ კონტექსტში საუბრობს იმაზე, თითქოს "სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა". უცნობია, რას ეყრდნობა ღარიბაშვილი, თუმცა ამ თემაზე ირონიულად საუბარი აძლიერებს სტიგმას და დისკრიმინაციულია.
მანამდე, 3 ოქტომბერს ღარიბაშვილი იმედის ეთერში ციხეში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაემუქრება და თქვა, რომ "წესიერად უნდა მოიქცეს", წინააღმდეგ შემთხვევაში მას სხვა მუხლები დაემატება.
არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან ორი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას. ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში შემოვიდა, უკრაინაში იყო. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამავე თემაზე:
- ხელისფლება არ ერიდება არც სიძულვილის ენას, არც არანაირი ბოროტების დაბრალებას — სამნიძე ღარიბაშვილზე
- მდარე ჭორიკნის მარჩიელობაა, ქართულ პოლიტიკაში ყველაზე სამარცხვინო ღარიბაშვილია — ბერძენიშვილი
- ღარიბაშვილმა კიდევ ერთი პარანოიული ნარკვევი შემოგვთავაზა ბატონი ბიძინას ეპისტოლურ ჟანრში — გეგელია
- ეს პატარა, ჭორიკანა კაცის განცხადებაა, ენატლიკინა — ხაბეიშვილი ღარიბაშვილზე
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები