5 ივლისს პოლიციელის გინებისთვის შსს გიორგი თაბაგარის პატიმრობას ითხოვს
მაშინ, როცა 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები დაკავებულები არ არიან, პოლიციელის გინებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი თაბაგარის 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. საქმე ეხება 5 ივლისს, იმ დროს, როცა ძალადობრივი ჯგუფი მშვიდობიან მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდა და თბილისი პრაიდის წარმომადგენლები უსაფრთხო სივრცის პოვნას ცდილობდნენ. გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლის დროს პოლიციელმა დაურეკა და უკვე დარბეული ოფისის კარის გაღება მოითხოვა, რის გამოც აგინა.
"იმდენი რაღაც ხდებოდა 5 ივლისს, დევნა იყო, უამრავი ადამიანი დაზარალდა და გამოკითხვაზეც კი არ დავუბარებივარ, სამ თვეზე მეტი გავიდა. დანაშაულის არც ერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის და არც სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამდგარა ამ ადამიანების, ასეთ დროს, ჩემ დაკავებას ითხოვენ. მართალია, 15 დღით, მაგრამ მაინც აბსურდია", — ამბობს თაბაგარი On.ge-სთან.
მის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) იცავს. იურისტი, გიორგი ტაბატაძე აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლება შეურაცხმყოფელ განცხადებებსაც იცავს და მსგავსი ქმედების გამო ადამიანის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება.
"ჯერ ერთი, ვერ ასაბუთებენ მტკიცებულებებით გინებას და მეორეც, რომც ყოფილიყო, გამოხატვის თავისუფლება იცავს შეურაცხმყოფელ, შოკისმომგვრელ განცხადებებსაც, რომელიც შეიძლება თუნდაც პოლიციელისთვის მიუღებელი იყოს. თან ეს არ იყო პირისპირ ნათქვამი, იყო ტელეფონზე, როცა შეუძლია ტელეფონი გათიშოს, თუ არ მოსწონს გამოხატვა. არც ძალადობის საფრთხე იქმნება, არანაირი სიკეთე არ ზიანდება ამით და არ შეიძლება მსგავსი ქმედების გამო ადამიანის პასუხისგებაში მიცემა, ეს არის გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი დარღვევა და ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას", — აცხადებს ტაბატაძე.
მისივე თქმით, მოითხოვეს პროკურორის ჩართვა, რადგან ახლა ბრალმდებელი იგივე ადამიანია, ვინც თაბაგარს ედავება.
"ეს სამართლებრივად აბსურდია და ამიტომ ვითხოვდით, რომ დამოუკიდებელი ბრალმდებელი ყოფილიყო და არა ის ადამიანი, ვისაც პრეტენზია აქვს თაბაგართან", — ამბობს ადვოკატი.
გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი გადაიდო და მომდევნო სხდომაც მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
თბილისი პრაიდის დამფუძნებელმა, გიორგი თაბაგარმა 4 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო. როგორც თაბაგარი ჰყვება, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისა და ქუჩაში ძალადობის შემდეგ, როცა სახელმწიფომ შვიდობიანი მოქალაქეების ვერ დაიცვა, პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ზარალის აღწერისა და საგამოძიებო მოქმედებებისთვის დარბეული ოფისის კარის გაღება სურდათ. თაბაგარის თქმით, ამ დროს მოძალადეებისგან თავის დაცვის მიზნით უკვე მეოთხე სივრციდან მიდიოდნენ. ის ამბობს, რომ პოლიციელს აგინა და ადმინისტრაციული საქმისწარმოებაც ამის გამო დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დასჯილები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, დაარბიეს თბილის პრაიდის ოფისი, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და თავს დაესხნენ ადამიანის უფლებათა ცენტრს, სადაც, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. 11 ივლისს აქციაზე ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები