5 თეორია Squid Game-ის შესახებ, რომელიც სერიალს სხვა თვალით დაგანახებს
რამდენიმე კვირის წინ ნეტფლიქსზე ახალი სამხრეთ კორეული სერიალის, Squid Game-ის პრემიერა შედგა. სერიალში 456 ადამიანი ერთმანეთს სასიკვდილო თამაშებში ფულადი პრიზის მოსაგებად ეჯიბრება. კალმარის თამაშმა მსოფლიოს ყურადღება გამოსვლისთანავე მიიპყრო. კალმარის თამაში ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული არაინგლისურენოვანი სერიალია და მას პლატფორმის ყველაზე მასშტაბური პროექტის ტიტულსაც უწინასწარმეტყველებენ.
კალმარის თამაშის გამოსვლის შემდეგ არც ფანების საინტერესო თუ უცნაურმა თეორიებმა დააყოვნა. ტიკტოკზე, ტვიტერსა და რედიტზე უამრავი დამაინტრიგებელი ვერსია გაჟღერდა, რომელთაგან 5 ყველაზე პოპულარულს გაგაცნობთ:
1. მოთამაშე 001 სინამდვილეში გი-ჰუნის მამაა
ამ დასკვნამდე თეორიის ავტორები სერიალის რამდენიმე დეტალმა მიიყვანა. გი-ჰუნის თქმით, ბავშვობაში ცელქობისთვის მშობლები მკაცრად სჯიდნენ. 001 კი ადასტურებს, რომ ამის გამო მისი შვილიც ხშირად ისჯებოდა. მინის ბურთებით თამაშისას მოთამაშე 001 ამბობს, რომ ეს ადგილი მის საცხოვრებელს ჰგავს. გი-ჰუნი უდასტურებს, რომ ბავშვობაში თავადაც მსგავს ადგილას იზრდებოდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მინის ბურთების თამაშში ოჰ ილ ნამმა გი-ჰუნი გადაარჩინა, ეს თეორია არც ისე არარეალურად ჟღერს.
2. ამ შეჯიბრებაში არჩეული ფერი თამაშებში მონაწილის როლს განსაზღვრავს
ტიკტოკზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორიის მიხედვით, თამაშებში კონკრეტული ადამიანის როლი მეტროში გამართულ შეჯიბრებაში მის მიერ არჩეული ფერით განისაზღვრება. პირველ ეპიზოდში გი-ჰუნი ცისფერ ბარათს ირჩევს, რის გამოც თამაშის მონაწილის როლს სთავაზობენ, თუმცა რა მოხდებოდა, წითელი ბარათი რომ აერჩია? თეორიის მიხედვით, ის ერთ-ერთი მცველი გახდებოდა.
3. ჰვან ჯუნ-ჰო ცოცხალია
ყველასათვის საყვარელი პოლიციელი, რომელიც ძმის პოვნასა და თამაშების ორგანიზატორების გამოაშკარავებას ცდილობს, ფანების აზრით, ჯერ კიდევ ცოცხალია. ამის ფიქრის საფუძველს ის გვაძლევს, რომ სერიალში პერსონაჟის სიკვდილში მხოლოდ მაშინ ვრწმუნდებით, როცა მის სხეულს საკუთარი თვალებით ვნახავთ (მოთამაშე 001 ამის საუკეთესო მაგალითია). თანაც თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა ჰვან ჯუნ-ჰოს, სულაც არაა გამორიცხული, რომ პოლიციელი საკუთარი ტელეფონივით გამძლე აღმოჩნდეს, რომელიც, როგორც ჩანს, არასდროს ჯდება.
4. სერიალის ბოლო ეპიზოდში გი-ჰუნის წითელი თმა სიმბოლურია
ერთ-ერთი პოპულარული თეორიის თანახმად, ბოლო ეპიზოდში გამარჯვებული გი-ჰუნის მიერ თმის წითლად შეღებვა იმის მანიშნებელია, რომ შემდეგ სეზონში ის თამაშებში წითელ კომბინეზონში ჩაცმულ მცველად მოგვევლინება და მის ორგანიზატორებსაც დაუპირისპირდება.
5. გი-ჰუნის შვილის მამინაცვალს თამაშებთან რაღაც კავშირი აქვს
შავნიღბიანი კაცი, რომელიც მოგვიანებით პოლიციელის ძმა აღმოჩნდება, ტელეფონზე ყოველთვის ინგლისურად საუბრობს. გი-ჰუნის შვილის მამინაცვალს კი ოჯახი ამერიკაში მიჰყავს. ფანების ნაწილი თვლის, რომ სერიალის შემქმნელები ბავშვის ამერიკაში წაყვანის დეტალს სიუჟეტს უმიზეზოდ არ დაამატებდნენ. თეორიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ბავშვის მამინაცვალს თამაშებთან, რომელიც შესაძლოა, ამერიკაშიც იმართებოდეს, გარკვეული კავშირები აქვს. ვინ იცის, იქნებ თამაშის ორგანიზატორებმა გი-ჰუნს სწორედ შვილის მამინაცვლის დახმარებით მიაგნეს?
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ თეორიებისა, რომლებსაც სერიალის ფანები სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ავრცელებენ. მიუხედავად ამისა, სიმართლეს, ალბათ, მეორე სეზონის გამოსვლამდე ვერ გავიგებთ, რომელსაც, დიდი იმედი გვაქვს, გადაიღებენ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები