შემაშფოთებელია ღარიბაშვილის საჯარო მუქარა სააკაშვილისთვის ბრალდების დამატებაზე — ევროპარლამენტარები
ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე საქართველოში გამართულ არჩევნებს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, დაკავებასა და პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურებიან. მათ წერილში ვკითხულობთ, რომ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულის ელფერს აჩენს და ღარიბაშვილის მუქარა მიუღებელია.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ იზიარებენ არჩევნებზე ეუთო/ოდირისა და აშშ-ის საელჩოს შეფასებებს და აცხადებენ, რომ ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს უფრო მაღალ სტანდარტს საარჩევნო პროცესში. მათ თქმით, დამოუკიდებელი დამკვირვებლების გამოვლენილი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები უნდა გამოსწორდეს არჩევნების მეორე ტურამდე, რათა უზრუნველყოფილი იყო თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი.
"ჩვენ ველით, რომ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის სამართლებრივი საქმე საქართველოში გამოძიებული იქნება ევროპული მართლმსაჯულების სისტემის პრინციპების შესაბამისად. სამწუხაროდ, ჩვენ შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი საჯარო მუქარა ბატონი სააკაშვილის მიმართ დამატებითი ბრალდებებით, თუ ის არ "მოიქცევა" [კარგად]. ეს აჩვენებს, რომ ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია, რაც სავალალოა და შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან.
ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ შეუძლია გადალახოს სამართლიანობის პოლიტიზირების ცდუნება, რომელიც არ შეესაბამება კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებს. ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, მთავრობის წარმომადგენლისგან მსგავსი განცხადების შედეგი იქნება მისი დაუყოვნებლივ გადადგომა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ქართული ოცნების ლიდერების პირადი თავდასხმები ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ და ვარდების რევოლუციის მიღწევების დაკნინება უბრალოდ ამაზრზენია.
"დემოკრატიის სიმწიფე და ევროპული ტიპის კანონის უზენაესობა არის ევროპული ინტეგრაციის წინაპირობა. ქართული ოცნება ისევ და ისევ ვერ ადასტურებს, რომ მათ შეუძლიათ შეასრულონ ეს პირობები", — აცხადებენ ისინი.
ისინი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ნორმალური დემოკრატიული დიალოგის უზრუნველსაყოფად ხიდების მშენებლობა დაიწყონ და დაუბრუნდნენ პროევროპული რეფორმების გზას.
"მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ დაკარგოს უკვე მიღწეული შედეგები. ჩვენი მხრივ, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების მხარდაჭერა, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ გზაზე წარმატება მხოლოდ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის, ყველა პროევროპული პოლიტიკური ძალის ერთობლივი და თანმიმდევრული ძალისხმევით იქნება შესაძლებელი", — ვკითხულობთ განცხადებაში.
3 ოქტომბერს, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაეთქვამუქრა და თქვა, რომ "წესიერად უნდა მოიქცეს", წინააღმდეგ შემთხვევაში მას სხვა მუხლები დაემატება. სწორედ ამას ეხმიანებიან ევროპარლამენტარები, როდესაც ღარიბაშვილის მუქარაზე საუბრობენ.
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
კომენტარები