ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის რიცხი შემცირებულია და სახეზეა მასშტაბური კლება.

"აცრის რიცხვი, რა თქმა უნდა, არის დაკლებული, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ სახეზე გვაქვს საკმაოდ მასშტაბური კლება. დღეს ჩვენ გვაქვს დამატებით საბჭო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის მასშტაბით გუბერნატორები და მერები და მნშვნელოვანია არის, რომ მოხდეს გააქტიურება ადგილობრივი თვითმმართველობების, ვინაიდან მხოლოდ სამინისტრო, რა თქმა უნდა, თავის არსებული რესურსით იმ საკმარის ინფორმაციას ვერ აწვდის რეგიონებს.

ჩვენ მათ მივაწვდით დღეს ინფორმაციას თითოეული რეგიონის ჭრილში და ასევე, სოფლის დონეზე, თუ სად არის კრიტიკული მდგომარეობა ვაქცინირებული ჩვენი მოქალაქეების და შემდეგ უკვე ერთობლივად მნიშვნელოვანია, რომ გაიმართოს ყველა ის საველე სამუშაო, რომლის ფარგლებშიც მოიმატებს ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში", — აცხადებს მინისტრი.

საქართველოში ამ დროისთვის 4 სხვადასხვა ვაქცინააა და აცრა შეუძლია ყველა მსურველს, 16 წლის ზემოთ.

ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.

იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.

ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.

გაიგეთ მეტი: როგორ უნდა მიხვიდეთ ასაცრელად, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულია — მარშრუტები