აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან ბავშვი ამოიყვანეს. ნიჟარაძის თქმით, იგი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

On.ge დაუკავშირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, სადაც გვითხრეს, რომ 5 წლამდე ბავშვი ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

განახლება: მოგვიანებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დააზუსტა, რომ ბავშვი წლის და 3 თვისაა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა დედა და კიდევ ერთი ბავშვი, რომლებიც არ დაშავებულან, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში ორივე ბავშვი გადაიყვანა, რის გამოც გავრცელდა ინფორმაცია ორი ბავშვის დაშავების შესახებ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოიგრა. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ ეტაპზე უცნობია ნგრევის მიზეზიც.

ჩვენ დამატებითი ინფორმაციის მიღებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვცდილობთ. დეტალებს უწყებებიდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

თვალი ადევნეთ On.ge-ს პირდაპირ ეთერს შემთხვევის ადგილიდან: