ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის გამო, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიემგზავრება.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ამ ეტაპზე უცნობია ნგრევის მიზეზიც.

ჯერჯერობით, რაც დადასტურებულად ცნობილია, ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევაზე გამოძიება დაწყებულია, ხოლო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ჩვენ დამატებითი ინფორმაციის მიღებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან ვცდილობთ. დეტალებს უწყებებიდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.