რა უნდა გავითვალისწინოთ მეორეული ავტომობილის შეძენისას
ავტომობილის შეძენა ერთი შეხედვით მარტივი პროცესია, მაგრამ იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, საკმაოდ ბევრი რამ უნდა გაითვალსწინოთ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მეორეული ავტომობილის შეძენისას, რადგან შენაძენს ხშირად ბევრი პრობლემა მოჰყვება.
მყიდველი პირველ რიგში უნდა დაინტერესდეს, როგორია მისთვის სასურველი ავტომობილი — რამდენად გამძლეა და რა პრობლემები შეიძლება ახასიათებდეს.
სანამ შერჩევას დაიწყებთ, გააკეთეთ თქვენთვის სასურველი მოდელის ფასისა და ხარისხის დეტალური ანალიზი. გაიგეთ მისი მინიმალური და მაქსიმალური ფასი, პლუსები და მინუსები, ასევე ყველაზე გავრცელებული პრობლემები. წინასწარ უნდა იცოდეთ, რა სისუსტეები ახასიათებს თქვენთვის სასურველ მანქანას.
მომდევნო ნაბიჯი უკვე ავტომობილის შერჩევა და მისი შემოწმებაა. სასურველია, რომ ავტომობილის გარბენი არ იყოს ძალიან მაღალი. საუკეთესო შემთხვევაში, 100 000 კილომეტრზე ნაკლები გარბენის მქონე ავტომობილი უნდა შეიძინოთ, ზოგადად კი, რაც ნაკლებია გარბენი — მით უკეთესია.
ავტომობილის შერჩევის შემდეგ, მისი შემოწმება აუცილებელია. არის თუ არა ნაავარიები და რამდენად სერიოზულად; თუ ნაავარიებია, რამდენად კარგადაა გაკეთებული; რა მდგომარეობაშია ძრავა, გადაცემათა კოლოფი, სავალი ნაწილი; საჭიროა, ჩაუტარდეს სრული ელექტრონული დიაგნოსტიკა.
თეგეტა მოტორსი გაფრთხილებთ: ნებისმიერ მანქანაზე, რომელსაც აქვს ზედმეტად ბევრი გარბენი, შესაძლებელია გარბენის ხელოვნური შემცირება, ე.წ. „ გარბენის ჩამოყრა“. რითიც ხშირად სარგებლობენ და მყიდველი შეცდომაში შეჰყავთ. ამის შემოწმების ერთადერთი რეალური გზა დიაგნოსტიკაა, მაგრამ ყველა მანქანაზე, სამწუხაროდ, არაა შესაძლებელი.
ძრავის მექანიკური მდგომარეობის შემოწმება მხოლოდ ხმის მოსმენით ხდება. ამასთან ერთად უნდა შეამოწმოთ ცილინდრის კომპრესია და ხომ არ არის ძრავა გადახურებული.
სასურველი ავტომობილის შემოწმების შემდეგ გექნებათ პირველადი ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია თქვენი მომავალი ავტომობილი და ხომ არ უნდა ელოდოთ უსიამოვნო სიურპრიზებს ახლო მომავალში.
თეგეტა მოტორსი გირჩევთ: აუცილებლად მოიწყვეთ სრულფასოვანი ტესტ-დრაივი, რათა საბოლოოდ დარწმუნდეთ, რომ ეს სწორედ ის ავტომობილია, რომელიც უნდა შეიძინოთ.
მეორეული ავტომობილის შეძენის შემდეგ ყოველთვის რეკომენდირებულია გარკვეული სერვისის ჩატარება.
უმეტეს შემთხვევებში, საჭიროა, ხოლმე ძრავისა და გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა. ასევე ჰაერის, სალონის ან საწვავის ფილტრის გამოცვლა. შესაძლოა, აუცილებელი იყოს ანთების სანთლების შეცვლაც.
თეგეტა მოტორსი გირჩევთ: გაითვალისწინეთ, რომ თუ ავტომობილს ყველა აუცილებელი სერვისი დროულად უტარდება, ეს უსიამოვნო სიურპრიზების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს.
გახსოვდეთ, მეორეული ავტომობილის შეძენისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი კარგად შემოწმება და არსებულ თუ მოსალოდნელ პრობლემებზე სწრაფი რეაგირებაა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები