რა თქვა ზალკალიანმა 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობაზე
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 3+3 ფორმატზე ისაუბრა. ინიციატივა გულისხმობს რეგიონული ფორმატის თანამშრომლობას თურქეთს, ირანს, რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის. ზალკალიანის განცხადება აღიქმებოდა ისე, თითქოს საქართველოსთვის რთული იქნება, ამ ფორმატში თანამშრომლობა რუსეთთან, მაგრამ რაიმე ფორმით ჩართვა გეოპოლიტიკურ პროექტებში საჭიროა.
მინისტრის ნათქვამს კრიტიკა მოჰყვა, რის პასუხადაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ზალკალიანს ის არ უგულისხმია, რაც გაიგეს და 3+3-ში ჩართვას არ აპირებენ.
რა თქვა ზალკალიანმა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ინტერვიუს დროს წამყვანმა აღნიშნა, რომ ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დაიძაბა და რეგიონი ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. ამ კონტექსტში მან ზალკალიანს ჰკითხა, როგორია საქართველოს პოზიცია 3+3 ფორმატზე.
დასმული კითხვის საპასუხოდ, ზალკალიანმა თქვა, რომ "ძალიან ძნელია დაჯდე ამ ფორმატში" რუსეთთან ერთად ოკუპაციის პირობებში. თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ აუცილებელია, საქართველო ჩართული იყოს ყველა მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტში, მაგრამ "არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაცა დათმობის ხარჯზე".
"ჩვენი პოზიცია ჩვენ არაერთხელ გაგვიჟღერებია და იციან ეს ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის, ჩვენმა მეზობლებმა, როგორც სომხეთმა, აზერბაიჯანმა; იციან ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თურქეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ ამ ფორმატში, რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება ჩვენი მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან. რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ პროცესს დეოკუპაციის მიმართულებით, ძალიან ძნელია დაჯდე ამ ფორმატში და ისაუბრო რაღაცა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
თუმცა, მე მინდა ასევე საზოგადოებას, ასე ვთქვათ, ფიქრისთვის კიდევ მივაწოდო ასეთი პოზიცია, რომ ჩვენ რაღაც ფორმით, აი, ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში, რაღაცა ფორმით მაინც... რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაცა დათმობის ხარჯზე. წითელი ხაზი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", — განაცხადა დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აუცილებელია, საქართველო არ ჩამორჩეს იმ პროცესებს, რაც რეგიონში ვითარდება და "აუცილებლად ვიყოთ ყველა იმ ახალ, რაღაცა, თუნდაც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც შეიძლება აცდეს საქართველოს და ამით საქართველომ თავისი როლი და ფუნქცია დაკარგოს". ზალკალიანი აღნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს ზუსტი პოზიცია, რათა არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესი.
როგორ განმარტავს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ამ თემაზე ზალკალიანმა 7 ოქტომბერს ისაუბრა, მეორე დღეს კი საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომმა ინგლისურ და ქართულ ენებზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მინისტრის ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. მათი თქმით, არაერთხელ განაცხადეს, რომ არ განიხილავენ ე.წ. 3+3 ფორმატში მონაწილეობას რუსეთთან ერთად.
"სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში ცალკეული პირების მიერ ხორციელდება 2021 წლის 7 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერით გასული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს არასწორი ინტეპრტეაცია. საქართველოს საგარეო უწყებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ განიხილავს ე.წ. 3+3 ფორმატში მონაწილეობას რუსეთთან ერთად. მიუხედავად ამისა, შეგნებულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მინისტრმა დაადასტურა აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობა", — ვკითხულობთ პოსტში.
მომდევნო დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომმა კიდევ ერთი, ამჯერად ინგლისურენოვანი განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ რამდენიმე მედიაგამოცემას, რომლებმაც ზალკალიანის განცხადება გაავრცელეს, მათი პოზიცია წერილობით აცნობეს. მათი თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩათვალეს წერილის გასაჯაროება. წერილში ვკითხულობთ შენიშვნებს, რომლითაც ისინი მედიებს მიუთითებენ, როგორ უნდა ყოფილიყო დაწერილი ზალკალიანის განცხადებები. კერძოდ, მათი თქმით, ციტატების ნაწილი ისე იყო პერიფრაზირებული, რომ შესაძლოა, არასწორად იყოს აღქმული. სამინისტროს განმარტებით, როდესაც მინისტრი ამბობს, რომ რამე ფორმით ჩართული უნდა იყვნენ დიდ გეოპოლიტიკურ გაერთიანებებში, იქვე ხაზს უსვამს, რომ არა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე.
"ჩვენ გვსურს გავიმეოროთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ გამოთქმული პოზიცია, რომ საქართველო არ განიხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას", — ვკითხულობთ წერილში.
ამ თემას საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერზეც ორჯერ გამოეხმაურა. აქედან ერთში სტრატკომის პირველი განცხადება გადაიტანა და ზედ დააწერა, რომ ზალკალიანის სიტყვები არასწორად გაიგეს.
მეორეში კი ქართული ოცნების ტვიტი გადატვიტა, რომელშიც მმართველ გუნდს მომხდართან დაკავშირებით გამოცემა Civil.ge-ის ნიუსი ჰქონდა გაზიარებული. ამ კონკრეტულ მასალაში გამოცემა საგარეო საქმეთა სამინისტროს ზემოხსენებულ წერილს აქვეყნებდა და იქვე წერდა, რომ წინა სტატიაში მინისტრის კომენტარი დაბალანსებულად იყო წარმოდგენილი, მაგრამ უწყებას პასუხისთვის სივრცე დაუთმეს.
3+3 ფორმატში მონაწილეობაზე მინისტრის განცხადებას საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელიც გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ საქართველოს მეგობრებს ურჩევნიათ მოისმინონ "შეუძლებელი" და არა "ძალიან ძნელი", როცა საქმე იმ ქვეყანასთან თანამშრომლობას ეხება, რომელიც საქართველოში შემოიჭრა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კელის ტვიტსაც უპასუხა და სტრატკომის განცხადება დაულინკა. პასუხად კელიმ აღნიშნა, რომ სასიხარულოა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3+3 ფორმატზე თავისი მიდგომა განმარტა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები