მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, ის ცოცხალია

მაშველებმა ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველები რვა საათზე მეტია ცდილობენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ამოყვანას. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს, რომელთაგან კონტაქტზე 2 გამოდიოდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ამ დრომდე უცნობია ნგრევის მიზეზიც.
რამდენიმე საათის წინ, კლინიკიდან გაწერეს ბავშვი, რომელიც კორპუსის ნგრევისას მის წინ მდებარე მანქანაში იყო და ნანგრევებს შორის მოყვა. ბათუმის იაშვილის კლინიკის მთავარი ექიმის, თამარ ბახტაძის ინფორმაციით, წვივის ძვლის მოტეხილობა და ზედაპირული დაზიანებები აქვს.
გაიგე მეტი:
- წინასწარ არ მინდა ვილაპარაკო, გამოძიება მუშაობს — ღარიბაშვილი კორპუსის ჩამონგრევის მიზეზებზე
- სამშენებლო სამუშაოებს მესაკუთრეები აკეთებდნენ, შეიძლება ეს იყოს ნგრევის მიზეზი — გომელაური
- "ტელეფონს არ პასუხობს" — ბათუმში მოქალაქეები ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან
- ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან გამოყვანილი ბავშვი კლინიკიდან გაწერეს
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები