მიხიელ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საკვები არ მიუღია, დალია წვენი, თუმცა ბარათზე არსებული ლიმიტის გამო წვენის ყიდვასაც ვეღარ ახერხებს.

"საკვებს არ იღებს, წვენი დალია და ფული აღარ აქვს მეტი წვენის. თაფლი არ მიკითხავს, მაგრამ ფული არ აქვს და რა უნდა... აქ როგორი სისტემა ყოფილა, აძლევენ რაღაც კარტას, რომელშიც არის 700 ლარი თუ რაღაც და ყველაზე დიდი ნაწილი გადაიხადა ტელევიზორში და რაღაცებში. შემდეგ თვემდე არ ექნება კარტა შევსებული", — განაცხადა მან.

ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს, თუმცა მისი ანალიზის პასუხები დამაიდებელი არ არის, რადგან მას აქვს ანემია და სხვა გართულებები.

პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, ნიკა ცხვარიაშვილის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პროდუქტების მიღება დიაწყო. მისი თქმით, ექსპრეზიდენტმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი და ნატურალური წვენები შეიძინა.

მიხეილ სააკაშვილი 8 დღეა შიმშილობს. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ დაკავებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს. ამის შესახებ მან რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც სააკაშვილის სანახავად იყო შესული.

7 ოქტომბერს სააკაშვილი პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა მოინახულა და გადასცა პატრიარქის თხოვნა, შეეწყვიტა შიმშილობა. მისი თქმით, სააკაშვილი უარზე იყო.

დღეს, 8 ოქტომბერს, სააკაშვილის ადვოკატმა, თქვა, რომ შიმშილობის გამო 12 კილოგრამი დაიკლო.