ვეძებთ კიდევ 3 ადამიანს — გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ. ის, ასევე, აღნიშნავს, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
"ჩვენი ინფორმაციით, თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეძებთ კიდევ 3 ადამიანს და მეტი არ უნდა იყოს წესით, რაც ჩვენ ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს. თითოეულ აგურზე სიფრთხილით მუშაობენ ხედავთ მაშველები, რომ თუ ადამიანი
ცოცხალია, ჩვენ არ დავაზიანოთ, ხელით მუშაობენ. ამ სამ ადამიანს რომ
ვიპოვით, შეიძლება უფრო გახშირდეს მუშაობის რიტმი. შევა ტექნიკა და ადვილი
იქნება გაწმენდითი სამუშაოები.", — თქვა გომელაურმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, გამოძიება ჩამონგრეული კორპუსის საქმეზე ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის, გაცემული სამშენებლო ნებართვების.
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მეორე დაშავებული კლინიკა მედცენტრში არის მოთავსებული. მთავარი ექიმი ჯემალ გელაშვილი ამბობს, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ კონტროლირებადი. ექიმის თქმით, პაციენტს წუხელ მთელი რიგი ლაბორატორიული ანალიზები და სპეციალისტების კონსულტაციები ჩაუტარდა. წინასწარი დიაგნოზირების შედეგად გამოვლინდა: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, დაუზუსტებელი შოკი. ექიმის ინფორმაციით, პაცინეტს, ასევე, აღენიშნება მარცხენა წვივის მოტეხილობა, მარჯვენა ზედა კიდურის დაჟეჟილობა და მთელ სხეულზე მრავლობითი ექსკორიაციები.
8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველებმა ადგილიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.
დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ნაპოვნია 5 ცხედარი — 2 ბავშვი, 1 ასაკოვანი ქალი და 2 კაცი. სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები თითქმის 24 საათია გრძელდება.
-
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები