აშშ-ის საელჩო ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს თანაგრძნობას უცხადებს

ფოტო: ირინე წუწუნავა
ამერიკის შეერთებული შტატები საელჩო საქართველოში ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს.
"ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები. მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ", — ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში ერთ ადამიანს ეძებენ. რამდენიმე საათის წინ ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის — ქალისა და 12 წლამდე მოზარდის ცხედარი იპოვეს.
8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველებმა ადგილიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.
დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ამ დროისათვის ნაპოვნია 7 ცხედარი — 3 ბავშვი, 1 ასაკოვანი, 1 შუა ხნის ასაკის ქალი და 2 კაცი. სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები 24 საათზე მეტია გრძელდება.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვარამ გამოიწვია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ერთმანეთისგან განცალკევება — კვლევა რამ გამოიწვია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ერთმანეთისგან განცალკევება — კვლევა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები