ჯგუფი ზამთრის მარაგი ბათუმში დაზარალებულების დასახმარებლად საჭირო ნივთებს აგროვებს
ჯგუფი ზამთრის მარაგი ბათუმში დაზარალებული ოჯახებისთვის ნივთებს აგროვებს. როგორც ზამთრის მარაგის ორგანიზატორი, ზურა ნიჟარაძე წერს, ჯგუფის მთელი რესურსი ამ ტრაგედიას მოხმარდება და დაზარალებულებისთვის საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად ტანსაცმელს, საოჯახო ნივთებსა და ჰიგიენურ საშუალებებს შეაგროვებს.
"მარაგელებო, ალბათ, თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, მთელი დღე შიშით ადევნებთ თვალს ბათუმის ტრაგედიის კადრებს. საორგანიზაციო ჯგუფმა გადავწყვიტეთ, რომ მომდევნო დღეები და მთლიანად მარაგის რესურსი ბათუმისკენ მივმართოთ", — წერს ნიჟარაძე.
ზამთრის მარაგს ამ ეტაპზე ეძებს მოხალისე-მძღოლებს, რომლებიც იმ ადამიანებს მიაკითხავენ, რომლებიც ნივთების ჩამბარებელ პუნქტებზე მიტანას ვერ ახერხებენ. ასევე, გუნდს სჭირდება მოხალისეები, რომლებიც ჩამბარებელი პუნქტის შესაქმნელად ჯგუფს ნებისმიერ ქალაქში არსებულ თავისუფალ ფართს დროებით დაუთმობს. ზამთრის მარაგი მალე შექმნის ანგარიშის ნომერსაც, რომელზეც მოქალაქეებს დაზარალებულების დასახმარებლად თანხის გადარიცხვა შეეძლებათ.
მსურველებს ნივთების მიტანა ამ ეტაპზე თბილისში, ქუთაისსა და ლენტეხში შემდეგ მისამართებზე შეეძლებათ:
- თბილისი: რაფიელ აგლაძის 34/4 - 598 798 797 (FB: Zura Nizharadze)
- ქუთაისი: გვანცელაძის პირველი შესახვევი N10 - 597 74 14 01 (FB: Eka Murtskhveladze)
- ლენტეხი: 599 32 12 89 (FB: ბესიკ ცოდვილი ლიპარტელიანი).
მალე გახდება ცნობილი ბათუმის ჩამბარებელი პუნქტის მისამართიც. ასევე, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ნათია აბდალაძე ნივთებს მილანში შეაგროვებს და იქიდან გამოგზავნის. სხვა ემიგრანტებს, რომელთაც ნივთების გამოგზავნის სურვილი ექნებათ, შეუძლიათ ჯგუფის მოდერატორებს დაუკავშირდნენ.
მეტი დეტალის გასაგებად ეწვიეთ ჯგუფს.
8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 9 ადამიანი. ერთ-ერთი 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულებს შორის 3 არასრულწლოვანია, ერთი 7 წლის, მეორე წლისა და 3 თვის და მესამე 12 წლის.
ბათუმში სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები