ცესკოს განცხადებით, 812 უბანი გადათვალეს — როგორია შედეგები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 10 ოქტომბრის მონაცემებით, 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადათვალეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 360 უბანი კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე არის გადათვლილი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, ამ უბნებიდან 66,7%-ში ცვლილება არ დაფიქსირდა, ხოლო 121 საარჩევნო უბანზე მონაცემები მცირედით შეიცვალა. უწყების მტკიცებით, ამ ცვლილებებს არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
ცესკოს განცხადებით:
- 194 უბანი — საოლქო საარჩევნო კომისიების ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე გადათვალეს.
- 257 უბანი — იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით გადაამოწმეს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ გააჟღერა. კერძოდ, სადაც უმეტესწილად მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სადამკვირვებლო მისიებს წარდგენილი ჰქონდათ საჩივრები გადათვლის მოთხოვნით, ან ისეთი საუბნო საარჩევნო კომისიების მონაცემები, სადაც დიდი რაოდენობით ფიქსირდებოდა ბათილი ბიულეტენები.
უწყებაში ამბობენ, რომ სტატისტიკას სწორედ ამ 257 უბნის მონაცემებზე დაყრდნობით წარადგენენ. მათი თქმით, შედეგების გადათვლის საფუძველზე, 197 უბანზე ცვლილება არ განხორციელებულა. რაც შეეხება 60 საუბნო საარჩევნო კომისიას, მათივე თქმით, მცირედი ცვლილება შეეხო ნამდვილ ხმებს და ბათილ ბიულეტენებს.
ცესკოს ინფორმაციით, ცვლილებების სტატისტიკა ასეთია:
- ჯამურად, 60 უბანზე საარჩევნო სუბიექტებს დააკლდათ 24 ხმა და მოემატათ — 53 ხმა;
- მერობის კანდიდატებს დააკლდათ 5 ხმა და მოემატათ — 41 ხმა;
- მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 13 ხმა და მოემატათ — 82 ხმა.
ცესკოს მტკიცებით, ინფორმაცია იმაზე, რომ მათი მითითებით ისეთი უბნების შედეგები გადათვალეს, სადაც მცირე რაოდენობით ბათილი ბიულეტენები ფიქსირდებოდა, არასწორია.
ცესკოში აცხადებენ, რომ გადათვლის თაობაზეც იმ სარჩევნო სუბიექტებსა და დამკვირვებელ ორგანიზაციებს აცნობეს, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე. მათივე განცხადებით, რამდენიმე უბანზე კვორუმი არ შედგა (ანუ კომისიის შემადგენლობის სრული უმრავლესობა არ გამოცხადდა) და გადათვლა ვერ მოახერხეს.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ იყო მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებდა. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები