რას ამბობენ ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმის ბრალდებულები — ადვოკატების პასუხები
დღეს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ 3 ადამიანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა და ნგრევა გამოიწვია.
ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე ბრალდებული მუშების ადვოკატის, მზია დიასამიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები უარყოფენ პროკურატურის ვერსიას, რომ მათ ისეთი კედელი მოშალეს, რომელსაც შესაძლოა, ნგრევა გამოეწვია. როგორც ის On.ge-სთან ამბობს, უნდა დაიდოს შესაბამისი დასკვნა, რამ გამოიწვია ნგრევა.
"მუშის პოზიცია არის, რომ მე არაფერი არ გამინგრევია ისეთი, რომელიც ნგრევას გამოიწვევდაო, არანაირი შემხებლობა საყრდენ და გამყოფ კედლებთან მე არ მქონია საერთოდო. პროკურორი რას ამბობს, მთავარი ეს ხომ არ არის? პროკურორი რატომ არ ცდილობს, რომ სიმართლე დაადგინოს? მუშაზე რომ უნდა ხელის შეწმენდა, ეს ხომ ფაქტია? სიმართლე უნდა დადგინდეს. პროკურორი რა უფლებით საუბრობს, როდესაც არ არსებობს დასკვნა შესაბამისი სამსახურების, რამ გამოიწვია ნგრევა", — აცხადებს ის.
ადვოკატის თქმით, მუშები ასრულებდნენ მეპატრონის მითითებას. კერძოდ, დიასამიძის განცხადებით, მუშამ "გამოიღო" ის კედელი, რომელზეც მეპატრონემ უთხრა.
"ეს მუშა იძახის, რომ მითხრა მეპატრონემ, მესაკუთრემ, რომ აი, ეს კედელი გამოიღე. მიუხედავად იმისა, რომ მითხრა ამ კედლის გამოღება, მე მაინც სანახევროდ გამოვიღე, ანუ ბოლომდე მე ეს არ გამიკეთებია, არ შემისრულებიაო", — აცხადებს ის.
ადვოკატი უარყოფს, რომ ეს იყო საყრდენი კედელი. მისი განცხადებით, "ისეთი მსუბუქი კონსტრუქცია" იყო, რომელიც ნგრევას არ გამოიწვევდა.
"არანაირი საყრდენი [კედელი], ტიხრები ხომ არსებობს? ოთახიდან ოთახში, მაგალითად, საძინებლიდან საძინებელში გასასვლელი, არის საძინებლიდან სამზარეულოში გასასვლელი, ამ კედელზეა საუბარი, რომელიც სანახევროდ [გამოიღო]. რაღაც აგურის კონსტრუქცია იყო, ისეთი მსუბუქი კონსტრუქცია და არა მყარი. რეალურად მყარ კონსტრუქციებთან შემხებლობა როგორ ექნებოდა? თუკი მყარი კონსტრუქციები გამოიღო, იმ წუთასვე ჩამოიშლებოდა ყველაფერი და არა მესამე და მეოთხე დღეს", — აცხადებს ბრალდებულების ადვოკატი.
ის "აბსურდს" უწოდებს პროკურორის ვერსიას, რომ მუშებს, შესაძლოა, სცოდნოდათ ნგრევის შესახებ და არ გააფრთხილეს არათუ შესაბამისი ორგანოები, არამედ კორპუსის მაცხოვრებლებიც.
"სირცხვილია ამის გაჟღერება, რომ მუშებმა იცოდნენ სახლი ინგრეოდა და არ თქვეს არაფერიო. ძლივს გამოასწრეს, შიგნით იყვნენ ეს მუშები", — ამბობს ის.
მისი თქმით, მუშები "დამალულად" არ მუშაობდნენ და მათ სამუშაო პროცესს "ჩადიოდნენ და ესწრებოდნენ" მეზობლებიც.
"ეს იყო ღია სამუშაო, იქვე მეზობლები ჩადიოდნენ, ესწრებოდნენ, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ რაღაც არასწორად კეთდებოდა, ან ის გაეჩერებინათ, ან ესწავლებინათ, რა როგორ უნდა გაკეთებულიყო", — ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება ბინის მესაკუთრეს, ზაურ ბუდაგოვს, მისი ადვოკატის, რამინ პაპიძის განცხადებით, თუ ექსპერტიზის შედეგად დადგინდება, რომ ნგრევა მის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია, ბრალს "ამ შემთხვევაში დაეთანხმება".
"თვითონ როგორც აცხადებს, ეს სამუშაოები მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით არ განხორცილებულა, ჩართული ჰყავდა სპეციალისტები, მათი მომზადებული პროექტებით, რეკომენდაციებით, მითითებებით ტარდებოდა იქ სამშენებლო სამუშაოები და თუ საინჟინრო ექსპერტიზა იტყვის, რომ ნგრევა გამოწვეულია იმ შესრულებული სამუშაოებით, რომელიც ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართში ხორციელდებოდა, ბუნებრივია, მისი პოზიციაა, რომ დაეთანხმება ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ მას არ აქვს ცოდნა, არ იცის ამ სამუშაოებმა გამოიწვია თუ არა ნგრევა, მისი პროექტი სწორად იყო თუ არა მომზადებული, აქედან გამომდინარე, მან არ იცის არის თუ არა დამნაშავე", — აცხადებს ის.
როგორც ადვოკატი On.ge-ს ეუბნება, სამუშაოების პროექტი ბუდაგოვს ერთ-ერთმა დაზარალებულმა მოუმზადა და მათ აქვთ ამის დამადასტურებელი შეტყობინება, რომელიც აღნიშნულმა პირმა ბუდაგოვს გაუგზავნა.
"ანუ მესაკუთრის დავალებით, ეს უნდა დააზიანო, ეს უნდა მოშალო, არ ყოფილა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა დემონტაჟის პროექტი მოუმზადა და დადგა ეს შედეგი ამ სამუშაოების შესრულების შედეგად თუ არა, ეს ინჟინრების მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს", — აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მუშა სასტუმრო რედისონში მტვირთავად მუშაობდა და მას სამშენებლო გამოცდილება არ ჰქონდა. ადვოკატის განცხადებით, მუშებთან ბინის მესაკუთრე დააკავშირა ადამიანმა, რომელიც "ამ საქმიდან გაძვრა".
"მუშებთან დაკავშირება მესაკუთრის მიერ არ მომხდარა, ეს მუშები მესაკუთრეს დააკავშირა პირმა, რომელიც ასევე იჩემებდა, რომ იყო სპეციალისტი და საქმიდან გაძვრა. ახლობლობს მუშებთან, როგორც ჩანს", — აცხადებს ის.
როგორც დღეს, 11 ოქტომბერს საქმის პროკურორმა განაცხადა, 8 ოქტომბერს ბრალდებულებმა შენიშნეს, რომ კორპუსის სადარბაზო კარი არ იღებოდა და კედლის დაბლა დაწევა იყო დაწყებული, თუმცა პროკურორის თქმით, მათ აღნიშნულის შესახებ არავის შეატყობინეს და კორპუსის გამაგრების მიზნით, ადგილზე რკინის კონსტრუქციები მიიტანეს.
8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაღუპულია 9 ადამიანი, გადარჩა ერთი. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.
9 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ზაურ ბუდადოვია, რომელიც პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა. დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული მშენებლები. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა და ნგრევა გამოიწვია. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები