სწორედ მელია და მე ვიქნებით, ქართველ ხალხთან ერთად, რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან — სააკაშვილი ღარიბაშვილს
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პასუხად აცხადებს, რომ სწორედ თავის თანაგუნდელ ნიკა მელიასთან ერთად იხსნის ქვეყანას. სააკაშვილი ამბობს იმასაც, რომ მელიასთან და ქართველ ხალხთან ერთად "გამოყრის" მმართველ გუნდს კაბინეტებიდან.
სააკაშვილს საპასუხო წერილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გამოიტანა და ჟურნალისტებს წაუკითხა:
"ბინძური მოშეს ახალი მესიჯბოქსი: "მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა". სწორედ მელია და მე ვიქნებით, ქართველ ხალხთან ერთად, რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან. უმოკლეს დროში ვიხსნით ქვეყანას ერთად მე და მელია".
დღეს, 11 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლაზე ყოფილმა შს მინისტრმა და ექსპრემიერმა, ვანო მერაბიშვილმა დაარწმუნა, ხოლო მისი ციხეში ყოფნა ყველაზე მეტად ნიკა მელიას უხარია.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მანამდე, ექსპრეზიდენტი აქტიურად აცხადებდა, რომ გეგმავდა საქართველოში დაბრუნებას. 27 სექტემბერს მან თვითმფრინავის ბილეთი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს უნდა ჩამოფრენილიყო. პირველი ოქტომბრის დილით, სააკაშვილმა ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოში ყოფილიყო. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო, ფონად კი ქალაქის ხედი ჩანდა.
პირველ ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში, ქართული ოცნების წევრები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და მისი ვიდეო არაავთენტური იყო. საზღვრის გადმოკვეთა უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. დღის ბოლოს, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. მას არ დაუკონკრეტებია სად დააკავეს ის და გადმოკვეთილი ჰქონდა თუ არა საზღვარი.
ექსპრეზიდენტის დაკავებიდან მალევე, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაავრცელეს ინფრორმაცია, რომ ის საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ქართული ოცნების წევრებმა კი დაიწყეს მტკიცება, რომ ინფორმაცია ყველაფრის შესახებ ჰქონდათ, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სიმართლეს არ ამხელდნენ. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება. მან ბოდიშიც კი მოუხადა თანაგუდელებს იმის გამო, რომ სიმართლეს ვერ ამბობდნენ. 4 ოქტომბერს პროკურატამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სააკაშვილი საქართველოში 29 სეტემბერს შემოვიდა.
მიხეილ სააკაშვილს დაკავების დღესვე შეხვდა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელმაც ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი შიმშილობას იწყებდა. 7 ოქტომბერს პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი რუსთავის მე–12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა. საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ბოტკოველმა სააკაშვილს პატრიარქის მოკითხვა გადასცა და სთხოვეს, შეეწყვიტა შიმშილობა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქის მდივანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები