არ მესმის პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ აცრაზე და საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ მოსწავლეებს — ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არ ესმის იმ პედაგოგების და მშობლების, რომლებიც ვაქცინაციაზე უარის თქმით მოსწავლეებს და ოჯახის წევრებს საფრთხის ქვეშ აყენებენ.
"მე არ მესმის იმ პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ აღსაზრდელებს, მოსწავლეებს. აგრეთვე, იმ მშობლების, რომელთაც სახლში ჰყავთ ბავშვები ან თუნდაც ასაკოვანი ოჯახის წევრები და არ ზრუნავენ ვაქცინაციაზე. მე არ ვიცი, რაღაცნაირად მასმედიამ, თითოეულმა ადამიანმა როგორმე უნდა ვიმუშაოთ ინდივიდუალურად თითოეულ მოქალაქესთან და დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ხსნა არის ვაქცინაციაში. ამ შემთხვევაში ორივე ვაქცინაციაში, კოვიდის ვაქცინაცია რჩება, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულად, მაგრამ აუცილებელია გრიპის ვაქცინაციაც", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, აუცილებელია მშობლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის ვაქცინაცია.
"რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს, გადამწყვეტია მშობლების აცრაც და სკოლების და ინსტიტუტების პერსონალის აცრაც. ბევრმა ქვეყანამ შემოიღო პედაგოგების სავალდებულო აცრა და პედაგოგებს, რომლებიც არ არიან აცრილი, არ უშვებენ სასწავლო დაწესებულებაში. ჩვენთან იყო ამის მცდელობა, უბრალოდ, მოისინჯა საზოგადოებრივი აზრი, პედაგოგების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მკვეთრი უარი განაცხადა. ესეც დაუშვებელია, ესეც არაჯანსაღი მიდგომაა, ესეც არ შეიძლება. არ შეიძლება, რაღაც აბსურდის თეატრში ვიმყოფებოდეთ, ერთი მხრივ არ გვინდოდეს კოვიდის გავრცელება, არ გვინდოდეს შეზღუდვების გაზრდა, არ გვინდოდეს გარდაცვალების მაღალი რიცხვი, ვის უნდა ეს და მეორე მხრივ, კატეგორიულად არაფერს არ ვაკეთებდეთ", — აცხადებს ცერცვაძე.
11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 848, ხოლო გარდაიცვალა — 23 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 711 კვლევა ტესტით, მათ შორის, 11 033 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 678 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,64%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 6,25% ხოლო 7 დღის მანძილზე — 7,60%.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- როგორ უნდა გამოვიყენოთ და დავამუშავოთ მრავალჯერადი პირბადეები
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები