საოლქო კომისიამ ჟურნალისტის საჩივარი არ განიხილა — სასამართლოს აზრით, ეს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს
გამოცემა ბათუმელების ჟურნალისტი, თამარ ნერგაძე ამბობს, რომ 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, #34 უბანზე დარღვევა დააფიქსირა, რის შემდეგაც საარჩევნო კომისიის წევრებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტი On.ge-ს უყვება, რომ საჩივრით საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი დაწერა, თუმცა განხილვაზე უარი მიიღო. ამის შემდეგ თამარ ნერგაძემ სასამართლოს მიმართა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ჩათვალა, რომ საოლქომ საჩივარი უნდა განიხილოს. კომისიას გადაწყვეტილების შეცვლისთვის სამდღიანი ვადა აქვს.
ჟურნალისტის თქმით, უბანზე მისვლისას ჯერ კიდევ რეგისტრაციაზე შეექმნა პრობლემა, რადგან უთხრეს, რომ მისი მედიიდან აღნიშნულ დღეს უკვე იყო წარმომადგენელი და მას ვეღარ დაარეგისტრირებდნენ. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ნერგაძემ კომისიის თავმჯდომარეს განუმარტა, რომ ხმის დათვლის პროცესზე დასწრების უფლება ჰქონდა და საბოლოოდ უბანზე დაუშვეს.
ჟურნალისტის თქმით, მას შემდეგ, რაც დარღვევები აღმოაჩინა და გააშუქა, მის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება იგრძნობოდა.
"უბანზე მოხდა ფაქტი, რომ რეგისტრატორს გამორჩა ამომრჩევლის ხელმოწერა თავისი ხელმოწერის გვერდით და თქვა, ბიულეტინი მივეცი და ჩააგდო ყუთშიო, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჩნდებოდა ლოგიკური ეჭვი, რომ ყუთში აღმოჩნდებოდა ერთით მეტი ბიულეტინი, ვიდრე ხელმოწერები იქნებოდა. ახსნა-განმარტებითში განცხადება დაწერა ამაზე რეგისტრატორმა. კომისიის თავმჯდომარე ამ განცხადებას დაატარებდა და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მისი გადამალვა სურდა, რადგან 1 საათი არ არეგისტრირებინებდა მდივანს ბეჭდითა და ხელმოწერით.
მე ეს მდგომარეობა ავსახე ვიდეოლაივით. გადავიღე, როგორ ეკამათებოდნენ დამკვირვებლები და კომისიის სხვა წევრები კომისიის თავმჯდომარეს, რომ აუცილებელი იყო მალე დაერეგისტრირებინა ეს განცხადება, პასუხს სთხოვდნენ, 1 საათი რატომ არ ატარებინებ მდივანს ამ ყველაფერს ოფიციალურადო. ეს ძალიან არ მოეწონათ. მიხვდნენ, რომ რაღაც პრობლემა გადავიღე", — ყვება ის.
თამარ ნერგაძე ამბობს, რომ კომისიაში ხმებს 13 საათის განმავლობაში ითვლიდნენ და ამ დროის მანძილზე არ წყდებოდა მის მიმართ დისკრიმინაციული ტერმინები. გარდა ამისა, ტელეფონი, რითაც ჟურნალისტი მუშაობდა, დენის წყაროდან გამოაერთეს და დამტენი იატაკზე დაუგდეს. ნერგაძის თქმით, უთხრეს, რომ "მისი ტელეფონის ადგილი იქ არ იყო".
"ამაზე ისევ თავმჯდომარეს მივმართე, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ჩაგეთვლებათ და ამიტომ, გამომიძებნეთ ერთი "შტეფცელი", რომ მომეცეს მუშაობის შესაძლებლობა", — ამბობს ის.
თამარის თქმით, ყველაზე აგრესიული დამოკიდებულებით კომისიის მდივანი, სოფიო საფარაძე და ნატო მსხილაძე გამოირჩეოდნენ, ჟურნალისტის უბნიდან წამოსვლისას კი მათ ხმამაღლა დაუკრეს ტაში და კომისიის სხვა წევრებიც აიყოლიეს სიტყვებით: "რა კარგია, რომ მიდის, გვშორდება".
"ჩვენ ვდაობთ იმაზე, რომ ჟურნალისტი, ამ შემთხვევაში მე, ვითხოვ, ჩემი დარღვეული უფლებების აღდგენას. მომაყენეს შეურაცხყოფა, მთელი ღამის განმავლობაში ვიყავი დისკრიმინაციული მომართვების მსხვერპლი. გარდა ამისა, "საქმეს მირჩევდნენ", რატომ ვდებდი ასეთ მასალებს, რატომ ვუღებდი მათ ფოტოებს და ა.შ.", — აცხადებს ჟურნალისტი.
ჟურნალისტის ადვოკატის თქმით, საოლქო კომისიის მიერ საჩივრის განხილვაზე უარის მიზეზი იყო ის, რომ ეგონათ, ჟურნალისტის საჩივარი არჩევნების პროცედურას ეხებოდა. მათ ეს საკითხი 2 დღის ვადაში განიხილეს და არ მისცეს მსვლელობა, როგორც დისციპლინურ გადაცდომას საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მხრიდან. განცხადება საბოლოოდ სასამართლოში აღმოჩნდა, ვინაიდან საოლქომ განხილვაზე უარი განაცხადა არგუმენტით, რომ ჟურნალისტს არ ჰქონდა უფლება გაესაჩივრებინა არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესი.
თამარ ნერგაძის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 ოქტომბერს განიხილა. ჟურნალისტის ადვოკატი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ თუ არჩევნების დროს ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეეშლება, მას აქვს უფლება, საჩივრით მიმართოს კომისიას
"ამ დრომდე ხშირად განმარტავდნენ, რომ ჟურნალისტი არ იყო უფლებამოსილი წარედგინა საჩივარი, თუმცა ჩვენ ამ წარმოებით გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ არჩევნების დღეს თუ მოხდება დარღვევა, ეს იქნება კენჭისყრის თუ ხმის დათვლის პროცესი, თუკი ჟურნალისტის უფლება შეილახება, თუკი შეიზღუდება მისი შესაძლებლობა, შეასრულოს მისი პროფესიული მოვალეობა, მას აქვს უფლება საჩივრით მოითხოვოს დისციპლინური წარმოების დაწყება", — ამბობს ადვოკატი, ნათია კაპანაძე.
მისივე თქმით, საჩივრის განხილვის სავარაუდო თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ განხილვა საოლქო კომისიაში დაბრუნდა და ისინი ვალდებულები არიან იმსჯელონ საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედებებსა თუ უმოქმედობაზე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების დაცვის საქმეში.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები