Rustavi 2-ის ინფორმაციით, სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე ტურისტული მიმოსვლა შეჩერებულია.

საზღვრის გადაკვეთა თურქეთის მოქალაქეებს შეუფერხებლად შეუძლიათ. ტურისტებისთვის კი საზღვარი მეზობელი მხარის გადაწყვეტილებით დაიკეტა.

მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც თურქეთში სამხედრო ჯგუფმა ქვეყნის გადატრიალება წარმატებულად გამოაცხადა.