სექტემბერში ექსპორტის წლიური ზრდა 12,8% იყო — საქსტატი

ფოტო: Paul Teysen / Unsplash
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში 373,6 მილიონი დოლარის საქონელი გავყიდეთ, რაც გასული წლის იმავე თვის მონაცემს 12,8%-ით აღემატება.
რაც შეეხება იმპორტს, სექტემბერში უცხოეთიდან 925,8 მილიონი დოლარის საქონელი გვაქვს ნაყიდი — ეს მონაცემი წლიურ ჭრილში 23,4%-ით არის გაზრდილი.
როგორც საქსტატის ანგარიშიდან ხდება ცნობილი, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის მოცულობა 2,98 მილიარდი დოლარი (ზრდა 24%), ხოლო იმპორტი 7 მილიარდი დოლარი იყო (ზრდა 21,6%).
შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (ექსპორტისა და იმპორტის ჯამი) 10 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა) 4 მილიარდი დოლარი იყო.
სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 19 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები