გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს, რათა ქვეყანამ ევროატლანტიკურ გზას არ გადაუხვიოს — ევროპარლამენტარების წერილი ოპოზიციას
ევროპარლამენტარების, მარინა კალიურანდისა და დევიდ მაკალისტერის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას გააგრძელებენ, რათა ქვეყანამ ხალხის მიერ არჩეულ ევროატლანტიკურ გზას არ გადაუხვიოს. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც მათ ოპოზიციას პირველ ოქტომბერს გაუგზავნეს.
მათ აღნიშნულით ოპოზიციის იმ წერილს უპასუხეს, სადაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებაზე იყო საუბარი. ევროპარლამენტარების თქმით, უარის შესახებ მთავრობის განმარტებამ, ისინი სრულად ვერ დაარწმუნა.
"ჩვენ გავითვალისწინეთ საქართველოს ხელისუფლების მიერ დასახელებული მიზეზი, კერძოდ ის, რომ საქართველოს სწრაფი ეკონომიკური აღდგენის გათვალისწინებით ეს დახმარება საჭირო აღარ იყო. თუმცა ამ განმარტებამ სრულად ვერ დაგვარწმუნა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში სიღარიბე კვლავ ფართოდაა გავრცელებული, ხოლო პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა მას და მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ თანმიმდევრული უკუსვლები საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებებში, რომელიც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის ზრდას გულისხმობდა, გვიქმნის ეჭვის საფუძველს, საერთოდ გაიცემოდა თუ არა ეს დახმარება", — აღნიშნულია წერილში.
წერილში ისინი აღნიშნავენ, რომ ისინი არცერთ პარტიას არ ემხრობიან მეორეზე მეტად, თუმცა აქვე მიუთითებენ, რომ არსებული სიტუაციის მონიტორინგს გააგრძელებენ
საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, "ევროპარლამენტარი მისი უფროსი არ არის". ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას მაკროფინანსური დახმარების არმიღების გამო ევროპარლამენტარების კრიტიკასთან დაკავშირებით. ღარიბაშვილის თქმით, თუ მათ რეალობა აინტერესებთ, "უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ".
საქართველომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე უარი თქვა. ამას წინ უძღოდა მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადება, რაც 43%-იანი ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნაზე უარის თქმასაც გულისხმობს. ამასთან, დოკუმენტის მოთხოვნაა მართლმსაჯულების რეფორმა მხარეების ჩართულობით, მანამდე კი უზნაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავის შეკავება. ქართულმა ოცნებამ ეს პირობა არ შეასრულა, რის გამოც პარტნიორებისგან არაერთი კრიტიკა მიიღო. მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ Twitter-ზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც ეს მოთხოვნები ყვითლად იყო მონიშნული. ამის შემდეგ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რეფორმები ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. მისივე თქმით, "მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში".
ამის შემდეგ ქართული ოცნება ამ დახმარების მიღების მიზანშეუწონლობაზე ალაპარაკდა. მათი მტკიცებით, მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა, სავარაუდოდ, აღარ იქნება. ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ ამ დახმარებას "ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს". დახმარების არგამოყოფის შემთხვევაში პოლიტიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით კი კობახიძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ეს გაცნობიერებული აქვს და ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, "მაგრამ ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე მოქმედებს ქვეყნის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად".
აღსანიშნავია, რომ ამ თანხასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ჰქვია "მაკროფინანსური დახმარება საქართველოსთვის 150 მილიონ ევრომდე", ხოლო ევროკავშირი მოხსენიებულია, როგორც სესხის გამცემი. ეს არის დაბალპროცენტიანი სესხი, რომელსაც ფინანსურთან ერთად, დიდწილად პოლიტიკური დანიშნულებაც აქვს, რადგან დახმარების მეორე ნაწილის მიღება დოკუმენტში გაწერილი ვალდებულებების შესრულებაზე იყო დამოკიდებული.
ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალურად ქართულმა ოცნებამ იცოდა, რომ ევროკავშირს პირობების შეუსრულებლობის გამო დახმარებაზე უარის თქმა ჰქონდა გადაწყვეტილი და თავად დაასწრო უარი. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, პატივს სცემენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მაკროფინანსური დახმარება, თუმცა საქართველომ მისი მიღების პირობები ვერ შეასრულა. მათი თქმით, საქართველოსთვის გასაცემი დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.
გაიგეთ მეტი:
- რა არის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება
- ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ თქვა, რომ მისთვის სრულიად სულერთია, შეუერთდება თუ არა ევროკავშირს — კრამონი
- მმართველი პარტია კარგავს ნდობას ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის, პარტნიორებს შორის — კუბილიუსი
- საქართველო შორდება აუცილებელ, დასავლეთზე ორიენტირებულ რეფორმებს — კელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები