ქართულმა ფილმმა "დასაწყისი" ევროპული კინოდაჯილდოების ნომინაცია მიიღო
12 ოქტომბერს ევროპული კინოდაჯილდოების 2021 წლის ნონინანტები დასახელდნენ და მათ შორის ქართული ფილმიც მოხვდა!
ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის კინოსურათი დასაწყისი ნომინაციაში EUROPEAN DISCOVERY 2021 – Prix FIPRESCI ექვს ფინალისტს შორის მოხვდა. ამ კატეგორიაში ევროპელი რეჟისორების პირველ, სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმებს წარადგენენ ხოლმე.
ასე გამოიყურება წლევანდელი ნომინანტების სია სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაში:
- BEGINNING (დასაწყისი) — დეა კულუმბეგაშვილი, საქართველო
- LAMB (ცხვარი) — ვლადიმარ იოჰანსონი, ისლანდია
- PLAYGROUN (სათამაშო მოედანი) — ლაურა ვანდელი, ბელგია
- PLEASURE (სიამოვნება) — ნინჯა თაიბერგი, შვედეთი
- PROMISING YOUNG WOMAN (იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი) — ემერალდ ფენელი, დიდი ბრიტანეთი
- THE WHALER BOY (ვეშაპზე მონადირე ბიჭი) — ფილიპ იურიევი, რუსეთი
აღსანიშნავია, რომ ეს დეა კულუმბეგაშვილი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის პირველი საერთაშორისო წარმატება არ არის: დასაწყისი სან-სებასტიანის 2020 წლის კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა იყო და ერთდროულად ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და რეჟისორის კატეგორიაში.
უკვე წელს დეა კულუმბეგაშვილი სან-სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ დასაწყისი შარშან კანის ფესტივალის პროგრამაშიც მოხვდა, მოგვიანებით კი კულუმბეგაშვილი ამავე კინოფესტივალზე ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრიც იყო და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების გამოვლენაში მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება ევროპულ კინოდაჯილდოებას, წლევანდელი გამარჯვებულები 12 დეკემბერს დასახელდებიან და ზუსტად მაშინ გავიგებთ ჩვენც, შეძლებს თუ არა კიდევ ერთი წარმატების მიღწევას თანამედროვე ქართული კინოს ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები