ჰკითხეთ კუბილიუსს, ადამიანი, რომელიც საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს, შეიძლება თუ არა კრიმინალად ჩაითვალოს — კუჭავა
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მტკიცებით, ევროპარლამენტარებს, შესაძლოა, არასწორი ინფორმაცია ჰქონდეთ იმაზე, რომ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. ასე ხსნის კუჭავა მათ მიერ სააკაშვილის დაკავებაზე გაკეთებულ განცხადებებს. მისივე თქმით, აბსურდია, როდესაც მას ვინმე პოლიტპატიმარს უწოდებს.
"ადამიანი როდესაც გადმოკვეთს საზღარს უკანონოდ, ეს კანონის დარღვევაა, პირდაპირი მითითებაა იმაზე, რომ ის კანონიერად ზის ციხეში. [...] ამის უგულებელყოფა, პირველ რიგში, ევროპარალმენტარებისგან, პირდაპირ მოქმედებს უკვე იმაზე, რომ მას შეიძლება ჰქონდეს არასწორი ინფორმაცია. მე დეტალებზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ, თვითონ გააკეთებს კომენტარს და ჰკითხეთ კუბილიუსს, მათ შორის, ადამიანი, რომელიც მისი ქვეყნის საზღვარს გადაკვეთს უკანონოდ, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს კრიმინალად", — ამბობს კუჭავა.
11 ოქტომბერს ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა კარგი არ არის და ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში.
პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მანამდე, ექსპრეზიდენტი აქტიურად აცხადებდა, რომ გეგმავდა საქართველოში დაბრუნებას. 27 სექტემბერს მან თვითმფრინავის ბილეთი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს უნდა ჩამოფრენილიყო. პირველი ოქტომბრის დილით, სააკაშვილმა ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოში ყოფილიყო. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო, ფონად კი ქალაქის ხედი ჩანდა.
პირველ ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში, ქართული ოცნების წევრები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და მისი ვიდეო არაავთენტური იყო. საზღვრის გადმოკვეთა უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. დღის ბოლოს, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. მას არ დაუკონკრეტებია სად დააკავეს ის და გადმოკვეთილი ჰქონდა თუ არა საზღვარი.
ექსპრეზიდენტის დაკავებიდან მალევე, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაავრცელეს ინფრორმაცია, რომ ის საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ქართული ოცნების წევრებმა კი დაიწყეს მტკიცება, რომ ინფორმაცია ყველაფრის შესახებ ჰქონდათ, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სიმართლეს არ ამხელდნენ. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება. მან ბოდიშიც კი მოუხადა თანაგუდელებს იმის გამო, რომ სიმართლეს ვერ ამბობდნენ. 4 ოქტომბერს პროკურატამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სააკაშვილი საქართველოში 29 სეტემბერს შემოვიდა.
მიხეილ სააკაშვილს დაკავების დღესვე შეხვდა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელმაც ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი შიმშილობას იწყებდა. 7 ოქტომბერს პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი რუსთავის მე–12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა. საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ბოტკოველმა სააკაშვილს პატრიარქის მოკითხვა გადასცა და სთხოვეს, შეეწყვიტა შიმშილობა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქის მდივანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები