მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს — ფოტიგა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს. ევროპარლამენტარის თქმით, მას სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებების არ სჯერა.
"მე არ მჯერა იმ ბრალდებების, რომლის მიხედვითაც მას თავის ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს, პირიქით, ის ყოველთვის ფრთხილი იყო, როდესაც საქმე მისი ქვეყნის კეთილდღეობასა და მშვიდ ცხოვრებას ეხებოდა. მას საქართველოში დაბრუნების ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო, მე დიდი ხნის წინ მქონდა ეჭვი, რომ ის ამას გააკეთებდა, ჩემი მოსაზრება არ შეცვლილა, მისმა მმართველობამ საქართველო სრულიად სხვა დონეზე აიყვანა [მთავარი არხის თარგმანი]", — განაცხადა ანა ფოტიგამ.
ამასთან, ანა ფოტიგა პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის სააკაშვილს "წესიერად" მოქცევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მუხლების დამატებით ემუქრება, "უკიდურესად პოლიტიკურსა" და ნაჩქარევს უწოდებს.
"პირველ რიგში, ჩემი აზრით, პრემიერმინისტრის სიტყვებიც, რომელიც მან ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისთანავე წარმოქმნა, უკიდურესად პოლიტიკური ხასიათის იყო. მან ჯერ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის მიმართ და შემდეგ იმავე დროს გამოთქვა თავისი მოსაზრებები იმ თემებზე, რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს. ეს, მე ვიტყოდი, ნაჩქარევი ქმედება იყო [მთავარი არხის თარგმანი]", — ამბობს ევროპარლამენტარი.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომებრს დააკავეს. მანამდე, ექსპრეზიდენტი აქტიურად აცხადებდა, რომ გეგმავდა საქართველოში დაბრუნებას. 27 სექტემბერს მან თვითმფრინავის ბილეთი გაავრცელა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს უნდა ჩამოფრენილიყო. პირველი ოქტომბრის დილით, სააკაშვილმა ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოში ყოფილიყო. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო ფონად კი ქალაქის ხედი ჩანდა.
პირველ ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში, ქართული ოცნების წევრები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და მისი ვიდეო არაავთენტური იყო. საზღვრის გადმოკვეთა უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. დღის ბოლოს, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. მას არ დაუკონკრეტებია სად დააკავეს ის და გადმოკვეთილი ჰქონდა თუ არა საზღვარი.
ექსპრეზიდენტის დაკავებიდან მალევე, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაავრცელეს ინფრორმაცია, რომ ის საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ქართული ოცნების წევრებმა კი დაიწყეს მტკიცება, რომ ინფორმაცია ყველაფრის შესახებ ჰქონდათ, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სიმართლეს არ ამხელდნენ. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება. მან ბოდიშიც კი მოუხადა თანაგუდელებს იმის გამო, რომ სიმართლეს ვერ ამბობდნენ. 4 ოქტომბერს პროკურატამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სააკაშვილი საქართველოში 29 სეტემბერს შემოვიდა.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები