საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება
საქართველოს ბანკი უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით FIABCI-Georgia ორგანიზებას უწევს რეგიონში პირველი, უძრავი ქონების პროექტების ეროვნულ დაჯილდოებას — FIABCI-Georgia Prix d'Excellence Awards.
FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით რჩეულ პროექტებს ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სფეროს წამყვანი ექსპერტები გამოავლენენ. გამარჯვებული პროექტების შერჩევა მოხდება შემდეგი 6 კრიტერიუმის მიხედვით. ესენია: კონცეფცია, არქიტექტურა, სამშენებლო პროცესი, ინოვაცია, მდგრადობა, ურბანული ინტეგრაცია.
განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულები კი 2022 წლის აპრილში დასახელდებიან და მონაწილებას მიიღებენ საერთაშირისო დაჯილდოებაში — FIABCI World Prix d'Excellence Awards.
პროექტის წარსადგენად საჭიროა სარეგისტრაციო ინტერნეტ-ფორმის შევსება ბმულზე: www.fiabciprixgeorgia.ge და ყველა საჭირო საბუთის ატვირთვა. სარეგისტრაციო ფორმაში უნდა მონიშნოთ ის კატეგორიები, რომლებშიც გსურთ მონაწილეობის მიღება.
საერთაშორისო დაჯილდოების პარალელურად FIABCI-Georgia უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიების მიზანია რეგულაციების სრული დაცვით, ერთ სივრცეში შეკრიბოს უძრავი ქონების სექტორის წამყვანი მოთამაშეები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ფორუმი არის საქმიანი ურთიერთობების მოძიების, სწავლისა და ნეთვორქინგის უნიკალური შესაძლებლობა. ღონისძიების პარალელურად ჩატარდება თემატური აქტივობები, მათ შორის: კონფერენცია ენერგოეფექტურ მშენებლობაზე, დისკუსიები სექტორის უახლეს ტრენდებზე, საერთაშორისო მარკეტინგის და გაყიდვების ტრეინინგი. ასევე, დაიგეგმება დეველოპელური პროექტების მონახულებაც.
"უძრავი ქონების დღეების მისიაა საქართველო საერთაშორისო რუკაზე დაპოზოციონირდეს, როგორც მაღალი დონის, მომავლის პროექტების განმავითარებელი ქვეყანა. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ 2022 წლის გაზაფხულზე FIABCI Prix d’ Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოების 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი იშლება. მოხარული ვართ, რომ ამჯერადაც გვერდში გვიდგას ჩვენი ერთგული პარტნიორი, საქართველოს ბანკი. ამ ჯილდოთი გვინდა გამოვავლინოთ მდგრადი და მედეგი პროექტები და შენობები, ასევე, ის ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას განაშენიანებული გარემოს ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით", — განაცხადა ლიკა ქარდავამ FIABCI-Georgia-ს ხელმძღვანელმა.
FIABCI-Georgia Prix d’ Excellence ღონისძიება რეგიონში პირველად საქართველოში გაიმართება. დაჯილდოება საქართველოს ბანკის, გალტ ენდ თაგარტისა და დიჯითალ არეას მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების პარტნიორები ასევე არიან: Property Georgia, Colliers International Georgia, PwC Georgia, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), საგამოფენო ცენტრი Expo Georgia და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE).
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები