თურქეთი გადატრიალების მცდელობის შემდეგ – ხალხი ქუჩაში და დაპატიმრებული სამხედროები (ფოტო–ვიდეო)
თურქეთში 15 ივლისს გვიან დაწყებული გადატრიალების მცდელობა, არსებული ინფორმაციით, უშედეგოდ დასრულდა. ძალაუფლება კვლავ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავრობის ხელშია, თუმცა, ანკარაში მაინც რჩება მცირე მასშტაბის დაძაბულობის კერები და შეტაკება ამ დრომდე გრძელდება.
დაღუპულთა რაოდენობამ 60–ს მიაღწია, სულ დაკავებულია 750–ზე მეტი სამხედრო, მათ შორის არიან გენერლები და სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო პირები. სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს თურქეთის საზღვაო ძალების ადმირალი.
დაკავებული ამბოხებული სამხედროები თურქეთის პარლამენტში.
ერდოღანმა მოსახლეობას მხარდაჭერისა და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. შეტყობინება დახმარების შესახებ მოქალაქეებს ტელეფონზეც მიუვიდათ. BBC ანკარაში მომუშავე ჟურნალისტ პიერო კასტელანოზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქის ძირითადი ქუჩები და მოედნები ხალხითაა სავსე.
"ეს იყო მოულოდნელი, რადგან თურქი სამხედროები მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობდნენ მუდამ, თუმცა ხალხი შოკირებულია იმ ფაქტით, რომ მათ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს".
სამართალდამცავებმა კონტროლი აღადგინეს აეროპორტებზე, ხიდებზე, ტელევიზიებსა და პარლამენტის შენობაზე, რომელიც წუხანდელი შეტაკებების შემდეგ მნიშვნელოვნად დაზიანდა.
სამხედროები, რომლებსაც ბოსფორი სრუტეზე არსებული ხიდი რამდენიმე საათით დაკავებული ჰქონდათ, სამართალდამცავებს ჩაბარდნენ.
სამართალდამცავებმა და მოქალაქეებმა მეამბოხეებისგან გაათავისუფლეს ტელეარხ CNN Turk–ის ოფისი, რომელიც აჯანყებულთა შეჭრის გამო რამდენიმე საათით ეთერიდან გათიშეს. ამჟამად მაუწყებლობა აღდგენილია:
მოსახლეობა ქუჩებში თურქეთის დროშებითაა გამოსული. როგორც სტამბოლში მცხოვრებმა ერთ–ერთმა ქართველმა On.ge-ს განუცხადა, სტამბოლში ამ წუთებში მეტ–ნაკლებად სიმშვიდეა, ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება, თუმცა დაძაბულობაა ანკარაში.
სტამბოლის ქუჩები ერდოღანის მოწოდების შემდეგ:
მას შემდეგ რაც ამბოხებული სამხედროები თურქეთის ქუჩებში გამოვიდნენ, მოსახლეობის ნაწილი მათ შიშველი ხელებით აღუდგა წინ, მათ არაერთი სამხედროს განიარაღება მოახერხეს, რის შემდეგაც ფოტოები გადაიღეს ტანკებთან:
სტამბოლის აეროპორტებში ავიარეისები განახლდა. პარლამენტზე კონტროლი აღადგინა ხელისუფლებამ, თუმცა, შენობა მნიშვნელოვნადაა დაზიანებული:
წუხელვე თბილისში გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა. მთავრობის წევრები დღეს საგანგებო რეჟიმში ისევ შეიკრიბებიან. საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, სიტუაციის დასტაბილურებამდე თავი შეიკავონ თურქეთში მოგზაურობისგან. საქართველო–თურქეთის საზღვარზე გადაადგილება თურქეთის მიმართულებით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვისაა შეზღუდული.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები