ინტელექტუალთა მოდის 5 მიმდინარეობა, რომელსაც "ბნელი აკადემიის" სტილი ეფუძნება
სამელნეში ჩაწობილი ბატის ფრთის კალამი... მოციმციმე სანთლის შუქით განათებული, წიგნებით სავსე კაბინეტი... ვინტაჟური ტვიდისა და ნაქსოვი ზედატანის შეხამება "ოქსფორდებთან" — მთელი ეს სურათი 2021 წლის შემოდგომის მოდის განუყრელ ნაწილად იქცა.
ინტელექტუალური ესთეტიკის ამსახველმა ჩაცმის სტილმა, რომელსაც "ბნელი აკადემიის" (Dark Academia) ტრენდის სახელით ვიცნობთ, გაცრეცილი წიგნები და უნივერსიტეტის ძველი შენობების ფასადები ვირტუალურ სივრცეში — ინსტაგრამსა და ტიკტოკში გადაიტანა. ამჟამად ინსტაგრამის ჰეშთეგი, #darkacademia მილიონზე მეტ პოსტს აერთიანებს; მოდის ჟურნალმა, Grazia, ამ ესთეტიკას 2021 წლის შემოდგომის უდიდესი ტრენდი უწოდა; ტიკტოკის მომხმარებელი კი აკადემიური სივრცის ტვიდშესხმულმა მყუდროებამ საოცრად აღაფრთოვანა.
ამგვარი ესთეტიკური ხედვის ცენტრში მოქცეულია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის რომანტიზებული საუნივერსიტეტო ცხოვრება, რომელიც იდეალად ცოდნას მოწყურებულ, კულტურითა და ლიტერატურით შთაგონებულ სტუდენტს სახავს. მოდის სამყაროში კი ეს ხედვა ვიქტორიანული კულტურისა და ვინტაჟური სტილის ნაზავით გამოიხატა, რამაც მეორეული სამოსის შეძენა კიდევ უფრო პოპულარულ ტრენდად აქცია.
თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ჭკვიანური შესახედაობის ქონა" მოდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ჩაცმულობით გამოხატული ინტელექტი საუკუნეების განმავლობაში იყო პოპულარული. ქვემოთ ინტელექტუალთა მოდის ისტორიის ხუთ ყველაზე გავლენიან ტრენდს გაგაცნობთ.
1. "ცისფერწინდიანები"
ტერმინი, Bluestocking გარკვეული პერიოდის განმავლობაში დამამცირებელი მნიშვნელობით გამოიყენებოდა ინტელექტუალი ქალის დასახასიათებლად. თუმცა მისი შექმნის ისტორია ტერმინის გაცილებით ღირსეულ — და, ამასთან, მოდურ — წარმომავლობას ააშკარავებს.
"ცისფერწინდიანთა საზოგადოებას" (The Blue Stocking Society) 1750-იან წლების ინგლისში ჩაეყარა საფუძველი გეორგიანული პერიოდის ელიტის წარმომადგენლის, ელისაბედ მონტეგიუს მიერ. გასაკვირი არ არის, რომ მე-18 საუკუნის სანთლებით აბრდღვიალებულ ჰოლებსა და დარბაზებში ქალებს არცთუ მრავლად ჰქონდათ შესაძლებლობა, ესაუბრათ ლიტერატურაზე, პოლიტიკასა თუ ფილოსოფიაზე. სწორედ მსგავს თემებზე სამსჯელოდ შეიქმნა ეს საზოგადოება, რომელშიც ინტელექტუალურ საუბარს მოწყურებული ქალები გაერთიანდნენ.
ჯგუფის წევრები ცისფერ წინდებს თავიანთი შეკრებების არაოფიციალურ ხასიათზე ხაზის გასასმელად იცვამდნენ. მაღალი მოდის თეთრი და შავი აბრეშუმის პრიალა წინდებისაგან განსხვავებით, უბრალო, პროვინციული ცისფერი მაღალი საზოგადოების მოდის მოთხოვნების უარყოფის სიმბოლოდ იქცა.
როგორც ამ საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნოველისტი ფრენცის ბერნი, იხსენებდა, ჯგუფში გაწევრიანების მსურველებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ოფიციალური შემთხვევისთვის შესაფერისად, მოდურად შემოსვის საშუალება, ამას ეუბნებოდნენ: "არ მიაქციოთ ყურადღება ჩაცმულობას! მოდით თუნდაც თქვენი ცისფერი წინდებით!"
2. ქანდაკების მსგავსად შემოსვა
მე-18 საუკუნის ევროპულმა ელიტამ ხელახლა აღმოაჩინა ბერძნულ-რომაული ანტიკური სამყარო.
ნეოკლასიციზმი აქტუალური გახდა და მოიცვა ყველა სფერო არქიტექტურიდან ლიტერატურამდე. პომპეის არქეოლოგიურმა გათხრებმა ევროპელების რომანტიზებული წარმოდგენები კლასიკურ წარსულზე კიდევ უფრო გააღვივა.
ნახევრადგაშიშვლებული ქანდაკებებით შთაგონებულმა ქალებმა მოიშორეს კრინოლინები და კორსეტები, რათა კლასიკური სადა სტილით შემოსილიყვნენ.
თუმცა ამგვარი ბერძნულ-რომაული დრაპირება არაპრაქტიკული აღმოჩნდა, რის გამოც იგი თეთრი მუსლინის მეტად მოხერხებულ, მაღალწელიან კაბად გარდაიქმნა. ეს სწორედ ის სტილია, რომელიც ჯეინ ოსტინის თანამედროვე მკითხველისთვისაც კარგად არის ცნობილი.
3. რომანტიზმი
ისეთი პოეტ-რომანტიკოსებისთვის დამახასიათებელმა სტილმა, როგორებიც იყვნენ ლორდ ბაირონი, პერსი შელი, ჯონ კიტსი და სხვები, თანამედროვე "ბნელი აკადემიის" ტრენდშიც იჩინა თავი.
ამ ესთეტიკის ნაწილია ჰაეროვანი სახელოების მქონე პერანგები და აწეწილი ხვეული თმა. რომანტიზმის ესთეტიკა ინტელექტუალური, მელანქოლიური და მუდამ ჩაფიქრებული ბაირონისეული გმირის არქეტიპით გამოიხატება.
გოტიკური ესთეტიკითა და ისტორიით რომანტიზმის გატაცება გავრცელდა მოდაშიც და ისესხა ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა, მაგალითად, ტიუდორებისეული ჟაბო და დასერილი პერანგები (ტექნიკა, რომლის დროსაც სამოსის გარე ფენა ვერტიკალურ ზოლებადაა ამოჭრილი, რათა მის ქვეშ ჩაცმული ფერადი აბრეშუმის პერანგი გამოჩნდეს). ეს ფანტასტიკური სტილი, რომელშიც ისტორია სენტიმენტალურადაა გადააზრებული, წარმოიშვა ინტელექტუალური სწრაფვისგან, უკან მოეტოვებინა ნეოკლასიციზმი და ხელახლა "აეღორძინებინა" რენესანსი.
4. ჩაცმულობის რეფორმა და ხელოვანთა სამოსი
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაცმის სტილმა ინტელექტუალური რევოლუციების წყება გამოიარა, რის შემდეგადაც ვიქტორიანული ეპოქის მაღალი მოდის ფორმალობები და შეზღუდვები წარსულს ჩაბარდა. ეს ცვლილებები 1850-იან წლებში დაიწყო, როცა ქალთა უფლებებისათვის მებრძოლმა აქტივისტმა, ამელია ბლუმერმა ქალ რეფორმისტებს შორის მოდის ახალ ტრენდს დაუდო დასაბამი — ტომრისმაგვარ, ფართო შარვლებს, რომელსაც დღეს "ბლუმერებს" ვუწოდებთ.
მართალია, ბლუმერები მალევე გავიდა მოდიდან, თუმცა ვიქტორიანული ეპოქის ინტელექტუალებმა განაგრძეს მოდის ისეთი ახალი ტენდენციების შექმნა, რომლებშიც მათი აკადემიური პრინციპები აისახებოდა.
პრერაფაელიტებმა (მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის მიმდინარეობა ინგლისურ პოეზიასა და ფერწერაში) უარყვეს ვიქტორიანული მაღალი მოდისათვის დამახასიათებელი სტრუქტურირებული დრაპირება და მოირგეს შუასაუკუნეების მოტივებზე შექმნილი ხელოვანთა სამოსი, იგივე Künstlerkleid. შესაბამისად, აქტუალური გახდა ხელნაკეთი ესთეტიკა, თავისუფალი კაბები და გოტიკური სტილის აქსესუარები: მიზანი იყო, დამსგავსებოდი მეფე ართურის ეპოქის დიდგვაროვანს, რომელმაც პრერაფაელიტების პორტრეტიდან გადმოაბიჯა.
5. ფრანგი ფილოსოფოსები
მე-20 საუკუნის დასაწყისში ფრანგმა ფილოსოფოსებმა და პოპულარულმა დრამატურგებმა საზოგადოების ყურადღების ცენტრში როლინგი მოაქციეს. ამ სამოსმა მოიცვა ევროპული ელიტა — ოდრი ჰეპბერნიდან ფილოსოფოს მიშელ ფუკომდე — და ინტელექტუალთა მოდის განუყოფელი ნაწილი გახდა.
არც ისე დიდი ხნის წინ კი ეს სტილი Apple-ის თანადამფუძნებელმა, სტივ ჯობსმაც მოირგო. როლინგისთვის დამახასიათებელი სისადავე ერთდროულად განაგდებს და განადიდებს "გენიის კულტს". სწორედ ამიტომ ეს თვალშისაცემი და ელეგანტური სამოსი ზუსტად ირეკლავს თანამედროვე ინოვაციების უკან მდგომი ადამიანების მსოფლმხედველობას.
2021 წელს Dark Academia კომფორტულობისა და მახვილგონიერების გამომხატველია. ამიტომ უცნაური არ არის ის ფაქტი, რომ ჰოგვორტსიდან წერილის ლოდინში გაზრდილმა თაობამ, რომელსაც ახლა ონლაინრეჟიმში უწევს სწავლა, გოტიკური კოშკებით, მოსასხამებითა და ჩაით გაფორმებული ეს წარმოსახვითი პეიზაჟები სოციალური მედიის ვირტუალურ სივრცეში გადაიტანა.
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
კომენტარები