რალი, როგორც ენერგიის უშრეტი წყარო — ბელა ბურძენიძის ოფროუდ თავგადასავალი
ბელა ბურძენიძე მოყვარული ავტომრბოლელია, რომელიც ქალთა საერთაშორისო რალიზე, წელს, მესამედ ასპარეზობს. შეჯიბრი მათთვის არის, ვისაც ავტომობილი, ოფროუდი, წინაღობების გადალახვა, გზის გაკვლევა და მიუვალი ადგილების დაპყრობა უყვარს. მათ შორის არის ბელაც.
ბელა ბურძენიძეს თბილისში საკუთარი სამკერვალო სალონი და რამდენიმე პატარა საცხობი აქვს. ჰყავს 3 შვილი და 2 შვილიშვილი. ავტომობილს, თითქმის, 30 წელია მართავს. ავტომრბოლელობაზე არ ფიქრობდა, სანამ ერთ დღეს ქალთა საერთაშორისო რალიში მონაწილეობა არ შესთავაზეს, რამაც ყველაფერი შეცვალა.
"ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, მას შემდეგ, რაც პირველად გამოვედი რალიზე. დღეს, ოფროუდიდან ოფროუდამდე ვცხოვრობ".
წელს 1500 კილომეტრიანი დისტანციის დასაფარად, სტარტი მონაწილეებმა თბილისიდან აიღეს. ფინიშის ხაზი კი ბათუმშია მონიშნული. გამარჯვებულები ზღვისპირა ქალაქის ბულვარში დასახელდებიან.
ამ ღონისძიებას კიდევ ერთი მისია აქვს, ჰუმანიტარული. მონაწილეები მაღალმთიან სოფლებში ჩავლენ და შემწეობამოკლებულ ოჯახებს დატვირთული მანქანებით ესტუმრებიან.
პილოტი — ბელა ბურძენიძე, შტურმანი კი ლია კავაჭაძეა. ეკიპაჟს მომზადებაში Toyota Center Tegeta დაეხმარა, სადაც ახალ მანქანასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი დეტალურად შეასწავლეს. 3 თვის განმავლობაში, არაერთი ტესტ-დრაივი მოეწყო განსხვავებულ რელიეფზე თუმცა, კომპანიის ჩართულობა ამით არ სრულდება, მხარდაჭერასა და გულშემატკივრობას ტოიოტა ცენტრი თეგეტა რალის ბოლომდე აპირებს.
"ვფიქრობთ, არ არსებობს ქალისთვის შეუფერებელი პროფესია, საქმიანობა და ჰობი. რეალურად, სურვილისა და ინტერესის შემთხვევაში ქალები ავტომობილებში არანაკლებ ერკვევიან, არიან კარგი მძღოლები, წარმატებებს აღწევენ შეჯიბრებებშიც. მსგავს პროექტებში ქალებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეძლევათ - მხარს ვუჭერთ გენდერულ თანასწორობას და ვფიქრობთ, რომ ქალის ადგილი არის ყველგან, სადაც თავად მოისურვებს", — ამბობს Toyota Center Tegeta-ს მარკეტინგის მენეჯერი, თეა მანჯავიძე.
ბელა გამარჯვებისათვის ემზადება და რთული ლოკაციების დასაძლევადაც მზად არის. თითოეული ადგილი კონკრეტული ქულით, სირთულის მიხედვით ფასდება. ირკვევა, რომ წელს დიდი კონკურენციაა, - მთელი მსოფლიოდან 40 ეკიპაჟი მონაწილეობს.
"უმეტესობა პროფესიონალია, მე კი ძალიან მოკლე დროში მოვედი აქამდე. პირველად სულ გამოუცდელი ვიყავი, მეორე წელს კი უკვე მესამე ადგილი ავიღე. მეამაყება ჩემი წარმატება. ჩემი შვილები, მეგობრები ამაყობენ ჩემით. ესეც დამატებითი სტიმულია", — გვიყვება ბელა ბურძენიძე.
მისი ინტერესების სფერო საკმაოდ ფართოა. საცხობსა და სამკერვალოს ხომ ფლობს, თბილისში ბავშვთა გასართობი რამდენიმე ცენტრიც მოხატა, ტატუ არტისტია და მოგზაურობა უყვარს, მაგრამ ყველაზე დიდი ენთუზიაზმით რალიზე გვესაუბრება. ამბობს, რომ 2019 წლიდან, როცა შეჯიბრში პირველად მიიღო მონაწილეობა, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
"იცით, ადრე, მქონია მომენტები, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლაზე ვფიქრობდი. თუმცა რაც რალიში ვმონაწილეობ, მთელი საქართველო შემოვიარე, თითქოს ხელახლა აღმოვაჩინე და თავიდან შემიყვარდა ჩემი ქვეყანა. საერთოდ აღარ მინდა არსად წასვლა. თანაც, წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება რალის გარეშე, ოქტომბერი იწყება თუ არა, სხვა აღარაფერი არსებობს ჩემთვის. ეს არის სრულიად ახალი, განსხვავებული ენერგიის წყარო ჩემს ცხოვრებაში".
-
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
კომენტარები