მარგველაშვილი: აბსურდი გახდა ის დამოკიდებულება, რაც ქართულ ოცნებას სააკაშვილის მიმართ აქვს
ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მის ყოფილ გუნდს, ქართულ ოცნებას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასამართლების მორალური და პოლიტიკური საფუძველი არ აქვს. მისი თქმით, მმართველი გუნდის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ აბსურდული გახდა.
გარდა ამისა, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი დღეს პოლიტიკური ნიშნითაა დაპატიმრებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია.
"მე მიმაჩნია, რომ დღეს სააკაშვილს ვერ გაასამართლებს ქართული ოცნება. მაშინ მე მიმაჩნდა, რომ ჩვენ სააკაშვილი გავასამართლეთ პოლიტიკურად, იმიტომ, რომ ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას.
პირველ რიგში იმიტომ [ვერ გაასამართლებს], რომ სააკაშვილთან მიმართებაში კითხვა, არის თუ არა ის ნომერ პირველი პოლიტიკური მტერი, 9 წლის თავზე აღარ არსებობს. აბსურდი გახდა ის დამოკიდებულება, რაც აქვს ქართულ ოცნებას სააკაშვილის მიმართ, აღარაფერზე აღარ ლაპარაკობს სააკაშვილის გარდა. არარეალური ფიგურა გახადა სააკაშვილი, ანუ მშენებლობა — არა, განვითარება — არა, პორტი — არა, რკინიგზა — არა, არაფერი, ერთადერთი მიზანი, ნათელი მიზანია სააკაშვილთან ბრძოლა. ასეთი დაპირისპირება პოლიტიკოსთან, თავისთავად გამორიცხავს, რომ შენ შეიძლება იყო ობიექტური შენს განსჯაში", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში.
მარგველაშვილი ამბობს იმასაც, რომ სააკაშვილს აქვს საპასუხო ქართველი ხალხისთვის, მაგრამ არა ქართული ოცნების წინაშე.
"კომიკურია, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შენი ყველა ნეგატივი აიღო, განამტკიცა და აიღო თავის მთავარ სამოქმედო სისტემად, გააძლიერა ყველაფერი ხო — მოსმენები გააძლიერა, შანტაჟის სამსახური გააძლიერა, პოლიტიკური დევნა — ამ თავის, ასე ვთქვათ, მასწავლებელს, და საფუძვლის ჩამდგმელს რა უფლებით და რა მორალური არგუმენტით გაასამართლებს", — განაცხადა მან.
მარგველაშვილის თქმით, ბრალდებები სააკაშვილის მიმართ, პიჯაკების საქმესა და გირგვლიანის საქმის ფიგურანტების შეწყალებაზე, აბსურდია.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები