რა კათარზისი მოხდა ქართულ ოცნებაში ასეთი, რომ ითხოვთ იმის აკრძალვას, რასაც თვითონ აკეთებდით — ხვიჩია
"რა შეიცვალა ფიზიკურად, რა კათარზისი მოხდა ქართულ ოცნებაში ასეთი, ამ პერიოდის განმავლობაში, რომ შეცვლილხართ და ზოგადად, ითხოვთ, რომ აკრძალოთ, ის რასაც თქვენ თვითონ აკეთებდით", — ასე ეხმაურება გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების ინიციატივას ბიუროს სხდომაზე.
ხვიჩიამ მმართველი გუნდის წევრებს შეკითხვით მიმართა და თქვა, რომ საარჩევნო პერიოდში, როცა მიზანი შეჯიბრებითობაა, რათა ერთმა მოუგოს მეორეს, ხსენების აკრძალვა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.
"მეორე შეკითხვა — "წინასაარჩევნო რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერს და სიმბოლიკას", იქნებ გაქებთ? იქნებ ქება მინდა თქვენი, რა კარგი პარტია ხართ, როგორ მინდა, რომ სულ იყოთ, ან ზოგადად, საერთოდ რა შინაარსი აქვს იმას, რომ აუკრძალო სხვა პოლიტიკურ პარტიას მისი პოლიტიკური ოპონენტის ხსენება, რომლის ლანძღვით, გინებით, კრიტიკით არის დაკავებული პროფესიულად. წინასაარჩევნო პერიოდში ამას უკრძალავთ, რომ არც კი ახსენოს.
ფიზიკურად ხომ მიზანი ეს არის შეჯიბრებითობის, რომ ერთმა მოუგოს მეორეს, ხსენების აკრძალვა, ამაზე ცხადად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა რა უნდა იყოს", — აცხადებს ხვიჩია.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გიორგი ამილახვარმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ინიციატივის მთავარი მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენა დარეგულირებულიყო.
"ეს კანონპროექტი დაინიცირებულია ჩემი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხვა წევრების მიერ. მე მგონი, არავის არ მოგვწონს ის წინასაარჩევნო ვითარება და კამპანია, რომელსაც თუნდაც ახლა თვითმმართველობის არჩევნების დროს ყველა ერთად ვხედავთ.
ის სიძულვილის, ზიზღის ენა, რომელიც განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტებისგან, სხვადასხვა ტელეარხებისგან მოდის და გვესმის ყველას, ამიტომ მთავარი ამოცანა არსი და მიზანი, რომელსაც სხვათა შორის, საერთაშორისო ორგანიზაციები ანგარიშებში ყოველთვის მიგვითითებდნენ, რომ შემოგვეღო სხვადასხვა რეგულაციები, რომ მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეს საკითხი ყოფილიყო მეტნაკლებად დარეგულირებული ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ისე, რომ ცხადია, არანაირად სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდულიყო, ამიტომ ამის ირგვლივ კომიტეტში იყო მსჯელობა", — განაცხადა დეპუტატმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, რომ კანონპროექტის ძირითადი არსი არის ორ საკითხში, საზოგადოებაში არსებული მწვავე პოლარიზების შემცირებაში და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნაში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა პარლამენტში დააინიცირეს კანონპროექტი, რომლითაც წინასაარჩევნო პერიოდში დარეგულირდება სიძულვილის ენის შემცველი, საზოგადოების პოლარიზაციისა და მასში აგრესიის გამომწვევი, არაეთიკური და შეურაცხმყოფელი პოლიტიკური სარეკლამო ბანერების მუნიციპალიტეტებში განთავსება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, ინიციატივა მოიცავს ორ კანონპროექტს, როგორც საარჩევნო კოდექსში ცვლილებას, ისე მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საკითხები რეკლამებშიც დარეგულირდება.
ბიუროს სხდომაზე ინიციატივის ავტორებმა მოითხოვეს საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, თუმცა ბიურომ ამას მხარი არ დაუჭირა და კანონპროექტს პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში განიხილავს.
როგორც გიორგი ამილახვარმა ახსნა, დაჩქარებული წესით განხილვის მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურსაც შეხებოდა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები