თაფლობისთვის აღნიშვნისას უკრაინაში პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ჭურვი აფეთქდა
თაფლობისთვის წვეულება უკრაინაში მოულოდნელად გადაიქცა ტრაგიკულ ამბად. რამდენიმე კვირის წინ, კარპატების მთებში ნორბერტ ვარგა და ლიდია მაკარჩუკი ქორწინებას თავიანთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავდნენ, როცა შემთხვევით პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ჭურვი გაააქტიურეს.
წყვილი და კიდევ რამდენიმე სტუმარი, მათ შორის, ორი ბავშვი, კოცონის გარშემო შეკრებილიყო და ჩაის მიირთმევდა, როცა ჭურვი აფეთქდა. როგორც ცნობილი გახდა, შემთხვევის შედეგად ახალდაქორწინებული ქალი მძიმედ დაშავდა, მისი ძმა და კიდევ ერთი ადამიანი კი დაიღუპნენ.
"გასათბობად ცეცხლი იმ ადგილას დაანთეს, სადაც წინათ სხვა დაბანაკებულებსაც გაუჩაღებიათ კოცონი", — წერია დაზარალებულთა დასახმარებლად GoFundMe-ზე შექმნილ გვერდზე, — "ამ დროს, მოულოდნელად, ცეცხლის ქვეშ მიწამ იფეთქა".
მაკარჩუკი იხსენებს, რომ კოცონის გარშემო შეკრებილებისთვის თავის ქმართან შეხვედრის ისტორიას ჰყვებოდა, როცა ჭურვი აფეთქდა.
"წამით ვიგრძენი, თითქოს ვიღაცამ ქვა აიღო და სახეში, უფრო ზუსტად კი ცხვირში მესროლაო", — ამბობს მაკარჩუკი, — "ყურში წუილი გაისმა, შემდეგ კი ყველაფერი ისე დადუმდა, რომ მხოლოდ ჩემი ხმის გაგონებაღა თუ შემეძლო. გადავბრუნდი, სახეზე ხელები ავიფარე და ლოცვა დავიწყე. მერე მივხვდი, რომ მხოლოდ მე არ ვიყავი ასე. ყველა კვნესოდა, ყველას სტკიოდა".
მისი თქმით, ძმის ხვნეშაც მოესმა და ნანობს, რომ არ უთხრა, როგორ უყვარდა.
ვარგა, რომელიც ფოტოგრაფია, შემთხვევას სასწაულებრივად გადაურჩა. იგი ფოტოკამერის ასაღებად კარავში ბრუნდებოდა, როცა აფეთქების ხმა გაიგონა.
"ომზე გადაღებული ფილმები ყველაზე ახლოსაა იმასთან, რაც იმ ღამეს გადავიტანე, არასდროს დამავიწყდება", — დასძენს იგი.
თავდაპირველად უცნობი იყო, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიზეზი პირველი მსოფლიო ომისდროინდელი აუფეთქებელი ჭურვი იყო.
ვარაუდობენ, რომ ჭურვი 1916 წლით თარიღდება, როცა რუსეთის მხრიდან ავსტრია-უნგრეთის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული ბრუსილოვის თავდასხმა განხორციელდა.
მაკარჩუკი კი მკურნალობას განაგრძობს. GoFundMe-ის გვერდზე წყვილის დასახმარებლად ამჟამად $35 ათასზე მეტია შეგროვებული.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები