სააკაშვილი სამართლიანი სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა — მდინარაძე ღია წერილზე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ღია წერილთან დაკავშირებით ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანი სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა.
"სამართლიანი სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა ეს ადამიანი დაუსწრებლად, მაგრამ მაინც, და მის მიმართ კონკრეტული განაჩენებია, ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წერია იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც უკვე მსჯავრდებულია მიხეილ სააკაშვილი, რომ გაოგნდა სტრასბურგის სასამართლო იმ სისტემური დანაშაულით, რომლის სათავეშიც მიხეილ სააკაშვილი იყო და ამისთვის იხდის ის სასჯელს.
აგრეთვე არის მიმდინარე საქმეები, რა თქმა უნდა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, შემდეგ აუცილებლად გაასაჩივრებენ, რაღაც პერიოდის შემდეგ, შეიძლება წლების შემდეგ, მაგრამ მაინც და სტრასბურგის სასამართლო, ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ იტყვის იგივეს, არ შეიძლება იმ სისტემის ხელმძღვანელის მიმართ სხვანაირი განაჩენი გამოვიდეს, რომელმაც ბოროტებაზე დააფუძნა სახელმწიფო მმართველობა თავის დროზე", — აცხადებს მდინარაძე.
მდინარაძე ამბობს, რომ პარტიის ყველა წევრი მზადაა მათ უცხოეულ კოლეგებს აუხსნან, თუ რა "ბოროტებასთან" აქვთ საქმე.
"ნებისმიერ მათგანს, ვინც ხელს აწერს, ერთი ადამიანი რომ იყოს ჩვენი კოლეგა, ჩვენი ევროპელი კოლეგა, ნებისმიერ მათგანს პირადად მეც და ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მზად ვართ, დავუჯდეთ, მოვუყვეთ, ავუხსნათ, ოღონდ დოკუმენტებით, ისე კი არა, მეორე მხრიდან ფეიკები რომ მოგვდის ხოლმე, დოკუმენტებით დავუჯდეთ და ავუხსნათ, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე. ვიღაც შეიძლება სუბიექტური იყო, ვიღაც შეიძლება ლობისტის შემოქმედების შედეგად აწერდეს ხელს და ა.შ ასეთი ხდება, სამწუხაროდ, 25 არის თუ 30 მიხეილ სააკაშვილსაც გამოუჩნდა მხარდამჭერი, რომელიც მიუხედავად მისი სასტიკი და ბოროტი დანაშაულებისა, მის გათავისუფლებას ითხოვს", — დასძენს ის.
ღია წერილში, რომელიც დღეს, 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, სანამ მისთვის წაყენებული ბრალდებებისთვის სამართლიან სასამართლო პროცესზე წარსდგება.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
კომენტარები