ედრიენ ბროუდიმ ბეჭდების მბრძანებელში როლზე უარი ფილმის ნახვისთანავე ინანა

ფოტო: Getty Images
ჰოლივუდში არც ისე იშვიათია ისეთი შემთხვევები, როდესაც მსახიობები წინასწარ ვერ აფასებენ ფილმისა თუ სერიალის პოტენციალს, რის გამოც როლზე უარს ამბობენ, შემდეგ კი გადაწყვეტილებას ძალიან ნანობენ. მსგავსი გამოცდილება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობ ედრიენ ბროუდისაც აქვს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსახიობმა თვით ლეგენდარულ ბეჭდების მბრძანებელზე თქვა უარი.
ერთ-ერთ ინტერვიუში ხანგრძლივი და გამორჩეული ფილმებით სავსე კარიერის შესახებ საუბრისას ედრიენ ბროუდიმ პიტერ ჯექსონის 2005 წლის კინგ კონგში თამაშზე ისაუბრა. მოგვიანებით კი ჯექსონის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი — ბეჭდების მბრძანებელი და ფილმში მონაწილეობაზე უარის თქმა გაიხსენა.
"არ ვიცი, რომელ როლს მომცემდნენ, თუმცა ჰობიტის მსგავსი პერსონაჟი უნდა განმესახიერებინა. იმ დროს რაღაც სხვას ვეძებდი", — ამბობს ბროუდი.
რა თქმა უნდა, როგორც კი ბეჭდების მბრძანებელი ნახა, გადაწყვეტილება მაშინვე ინანა.
"მახსოვს, რომ ბეჭდების მბრძანებლის სანახავად კინოთეატრში ყოფილ შეყვარებულთან ერთად წავედი. ის მომიბრუნდა და მითხრა: 'ბეჭდების მბრძანებელზე უარი თქვი?' მახსოვს, რომ თავი იდიოტად ვიგრძენი," — იხსენებს მსახიობი.
მართალია, ბეჭდების მბრძანებელს ნამდვილად არაფერი დაეწუნება, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ფილმში ედრიენ ბროუდის ხილვაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდით!
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები