მაზდას პირველი ელექტრომობილი საქართველოშია
თეგეტა მოტორსის ცნობით, თავისი არსებობის მანძილზე Mazda-მ პირველი ელექტრომობილი, MX-30 შექმნა, რომელიც უკვე საქართველოშია და მაზდა ცენტრი თეგეტაშია ხელმისაწვდომი. მანქანა შოურუმშია წარმოდგენილი, სადაც მსურველებს ტესტ დრაივსაც სთავაზობენ. MX-30 საკმაოდ კომპაქტური SUV-ია, რომელსაც მსუბუქი, ეკოლოგიური ელემენტი აქვს.
კომპანიის განცხადებით, ავტომობილების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ MX ინიციალების კომბინაცია, მაზდას განსაკუთრებულ მოდელს ნიშნავს. მათი ცნობით, ელექტრომობილის შექმნისას, ვიზუალური და ტექნიკური სრულყოფილების გარდა, იაპონელთა პრიორიტეტი ეკოლოგიაზე მაქსიმალური ზრუნვა გახლდათ.
კეროდ, მაშინ როცა მსოფლიოს ავტომწარმოებლები ერთმანეთს ერთი დამუხტვით გასავლელ მანძილზე ებრძვიან, Mazda-მ გამიზნულად შექმნა ელექტრომობილი, რომლის ელემენტიც მხოლოდ 300 კგ-ს იწონის, ხოლო ერთი დამუხტვით მას დაახლოებით 250 კმ-ს გავლა შეუძლია. თეგეტას განცხადებით, ეს, შესაძლოა, ბევრი არ არის, თუმცა MX-30-ის ელემენტის წარმოებაც და უტილიზაციაც ბევრად ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სხვა ავტომწარმოებლების მიერ შექმნილი ელემენტები.
"MX-30 უკვე ჩვენს შოურუმშია. თეგეტას პრემიუმ ავტომობილების მიმართულებისთვის ამ სიახლეს ორი დატვირთვა აქვს. პირველი ის, რომ შეგვიძლია Mazda-ს სრულად ელექტრომობილი ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ და რაც მთავარია, ეს არის ეკომეგობრული მანქანა, როგორც ტექნიკურად, ასევე გადამუშავებული მასალით შექმნილი სალონით. გარემოზე ზრუნვის პრინციპით წარმოებული მანქანები თანამედროვე ავტოინდუსტრიაში სულ უფრო აქტუალურია. ამ ტენდენციებს ფეხდაფეხ მიჰყვება მაზდა ცენტრი თეგეტა და ყველა სიახლეს მომხმარებელს ოპერატიულად, მაქსიმალურად მოკლე დროში სთავაზობს", — ამბობს Tegeta Premium Vehicle დირექტორი, პეტრე წაქაძე.
მათი ცნობით, ინოვაციურია ელექტრომობილის ინტერიერიც, კერძოდ, კარების შიდა შეფუთვა და ცენტრალური კონსოლიც, პლასტმასის ბოთლებისა და ღვინის ბოთლის სახურავების, გადამუშავებული მასალით არის შექმნილი. როგორც თეგეტაში აღნიშნავენ, ზოგადად MX-30-ის ინტერიერში საკმაოდ დიდი დოზით არის გამოყენებული ვეგანური მასალა, რითაც Mazda-მ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ეკოლოგიაზე ზრუნვის მიმართულებით.
თეგეტას განცხადებით, კრეატიული გადაწყვეტილებაა კარების გაღების კონცეფციაც — ელექტრომობილს არ გააჩნია B საყრდენი და კარებებიც ერთმანეთის საპირისპიროდ იღება. MX-30-ის ნებისმიერ ვერსიაში შეხვდებით ორ, 7 და 8,8-დიუმიან ეკრანს, ცენტრალურ კონსოლზე. მას ასევე გააჩნია სწრაფი გასართობ-საინფორმაციო სისტემა Mazda Connect-ი, რომელიც სმარტფონებს, Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მეშვეობით უკავშირდება და ასევე Head up ეკრანი, რომლის მეშვეობითაც საქარე მინაზე გამოდის მძღოლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ავტომობილს 145 ცხენის ძალა და 271-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტი აქვს, რაც ქალაქისთვის საკმაოდ დიდი სიმძლავრეა. MX-30 ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 9,7 წამში ჩქარდება.
50-კილოვატიანი სწრაფი დამტენით მისი დატენვა 30 წუთშია შესაძლებელი, ხოლო სახლის ჩვეულებრივ როზეტში, მის დატენვას 12 საათი სჭირდება.
ტექნიკური მონაცემები:
Mazda MX-30 E-Skyactiv
- ძრავა: სინქრონული ელექტრომოტორი;
- სიმძლავრე: 107 კვ (145 ცხ.ძ.);
- მაბრუნი მომენტი: 271 ნმ;
- ელემენტი: 35,5 კვ.სთ ავტომობილის წონა: 1645 კგ;
- სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4395/1795/1555 მმ 0-100 კმ/სთ: 9,7 წამში;
- მაქსიმალური სისწრაფე: 140 კმ/სთ (დარეგულირებული);
- ხარჯი: 19,0 კვ.სთ/100 კმ-ზე;
- ერთი დამუხტვის რესურსი: 250 კმ-მდე
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები