300 შიშველი ადამიანი "ეკოლოგიური კატასტროფის" შესახსენებლად მკვდარ ზღვასთან შეიკრიბა
შუაგულ უდაბნოში ხშირად ვერ შევხვდებით ასობით ერთად მდგომ შიშველს ადამიანს, რომლებსაც ტანი თეთრად აქვთ შეღებილი. თუმცა ასეთი სანახაობის მომსწრე მაინც გახდა ამერიკელი ხელოვანი სპენსერ ტუნიკი გასულ შაბათ-კვირას სამხრეთ ისრაელში, მკვდარი ზღვის მახლობლად, როდესაც თავისი ხელოვნების ბოლო ინსტალაციის გადასაღებად ჩავიდა.
ტუნიკი მკვდარ ზღვასთან ხალხს მანამდეც იღებდა და აქ მესამედ იმ მიზნით დაბრუნდა, რათა ის აღებეჭდა, რასაც "ეკოლოგიურ კატასტროფას" უწოდებს.
"მე აქ იმისთვის ვარ, რომ მკვდარ ზღვაში წყლის შემცირების შესახებ ადამიანებს ინფორმაცია მივაწოდო", — განაცხადა ტუნიკმა CNN-თან ინტერვიუში.
ზღვა, რომელიც დედამიწის ყველაზე დაბალ წერტილში მდებარეობს, წელიწადში დაახლოებით ერთი მეტრით უკან იხევს. ამის მიზეზი კი რეგიონში წყლის შეზღუდული მარაგებისთვის ბრძოლა და ათვისებაა.
ტუნიკმა ეს ტერიტორია 10 წლის წინაც მოინახულა და ზღვაში მოცურავე შიშველი ადამიანები იმავე საკითხზე ცნობიერების ასამაღლებლად გადაიღო.
"გარემოსდაცვითი საკითხის სხეულთან დაკავშირება კარგად გვიჩვენებს, თუ როგორი დაუცველია ადამიანის სხეული ბუნების წინაშე და პირიქით, როგორი დაუცველია ბუნება იმ მოვლენებისგან, რისი გამოწვევაც ამ სხეულებს შეუძლიათ", — ამბობს ტუნიკი.
"კაცობრიობა ბუნებაზე დიდ გავლენას ახდენს. ვფიქრობ, რომ სხეულისა და მკვდარი ზღვის ამგვარი შეხამების დემონსტრირება იმას გვაჩვენებს, თუ როგორი უმწეოა თითოეული ერთმანეთის პირისპირ. საკითხის ასე დაყენება კი ახალ ენერგიას შემატებს როგორც საქმეს, ისე ადამიანთა ცნობიერებას", — დასძინა ხელოვანმა.
სპენსერ ტუნიკის შემოქმედებისთვის შიშველი ფოტოსესია უცხო თემა არ არის. ხელოვანს აქამდეც გადაუღია მასიური შიშველი შეკრება ავსტრალიაში და 2016 წელს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მოწყობილი პროტესტი ოჰაიოს ქალაქ კლიველენდში.
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
კომენტარები