ყველაზე მაგარი გოგოები — დინამო არენაზე ახალი სპექტაკლი დაიდგმება
25 ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე, ყველა დროის 15 საუკეთესო პიესაში შესული, თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგი ქალის — კერილ ჩერჩილის პიესის ყველაზე მაგარი გოგოების პრემიერა შედგება. პრემიერაზე დასასწრები ბილეთები უკვე სრულად გაიყიდა, თუმცა ამავე სპექტაკლის ნახვა მაყურებელს კვლავ დინამო არენაზე 26 და 28 ოქტომბერსაც შეეძლება.
როგორც ამ ახალი თეატრალური პროექტის შემოქმედები ჰპირდებიან მაყურებელს, სინთეზური პერფორმანსი დრამის, კლასიკური და ელექტრონული მუსიკის, ოპერის და მოძრაობის ელემენტებს გააერთიანებს, ამავდროულად კი დატოვებს ტრადიციულ სცენას და ქვეყნის მთავარ საფეხბურთო მოედანზე ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართება.
პიესის სინოფსისი ასეთია: მთავარი გმირი მარლინი წარმატებული კარიერისტი ქალია, რომელმაც მტკიცე ბრძოლით გაიკვალა გზა პროფესიაში და გასულ პარასკევს მწვერვალს მიაღწია. თხრობის არალინეარული ხერხით, პიესა გვიჩვენებს სოციალური და კულტურული პარამეტრებით განსხვავებულ მხარეებს და 80-იანი წლების წარმატებული და წარუმატებელი ქალების სახეებს ირეკლავს. მარლინი ვახშამზე ეპატიჟება ქალებს ისტორიიდან, ფერწერიდან თუ ლიტერატურიდან: სუფრას უსხედან ვიქტორიანელი მოგზაური იზაბელა ბერდი, რომის პაპი იოანა და ნახატიდან წინსაფრითა და ჯავშნით გადმოსული გიჟი გრეტა. სტუმრები ბრენდის სვამენ, ხარბად ჰყვებიან თავიანთ ამბებს და გვაჩვენებენ, რა პოტენციური საზღაურის გადახდა უწევთ ისტორიულად ქალებს წარმატების
მისაღწევად.
კერილ ჩერჩილის პიესის ყველა პერსონაჟი ქალია, დინამო არენაზე კი ყველაზე მაგარი გოგოების ქართულ ვერსიაში მონაწილეობას ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, თეა კიწმარიშვილი, ქეთი ხიტირი, ლიზა კერესელიძე და ქეთა შათირიშვილი მიიღებენ.
"ვდგამთ ყველაზე მაგარ გოგოებს და შთაგვაგონებენ: ძველი ბერძნები, არც ისე ძველი იდეები, ცოცხლები, მკვდრები, ჯანმრთელები თუ ნაკლებად ჯანმრთელები, შვილები და მათი დედები, უდედო შვილები და უშვილო ქალები, 80-იანები, ქალი ავტორები, ქალი პოლიტიკოსები, პრინცესა დაიანა, ვირჯინია ვულფი, ცხენები, ოფისები, საძოვრები, საკუთარი და ერთმანეთის უნიკალური გამოცდილებები, კატო მიქელაძე, მარო მაყაშვილი, სირთულეები, ლამაზი ვარდები, სამსახურები, უსამსახურობა, კერძები… შთაგვაგონებს ლამაზი კაბა, ბრაზი და ჩვენი შიშები", — აცხადებენ სპექტაკლის ავტორები.
ამ ამბიციური პროექტის სრული შემოქმედებითი გუნდი ასე გამოიყურება:
- რეჟისორი, მხატვარი: გურამ მაცხონაშვილი;
- პროდიუსერი: ანრი კილაძე;
- კომპოზიტორი: ანუშკა ჩხეიძე;
- მოძრაობის რეჟისორი: ლანა ყავრელიშვილი;
- მთარგმნელი: ნინა სურამელაშვილი;
- არფისტი: ქეთანა სტურუა;
- ფოტოგრაფი: ნატა სოფრომაძე;
- ვიდეოგრაფი: ანანო გაბიცინაშვილი;
- ტექნიკური მენეჯერი: ანი ჯაფარიძე;
- მსახიობები: ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, თეა კიწმარიშვილი, ქეთი ხიტირი, ლიზა კერესელიძე, ქეთა შათირიშვილი.
"პანდემიურ რეალობაში დამოუკიდებელ ხელოვანთა ინიციატივების მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა. სწორედ ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილების ძირითადი მოტივი: შემოქმედებითი ჯგუფი ისე დაგვეკომპლექტებინა, რომ სინთეზურ პერფორმანსზე მომუშავე მსახიობი, მომღერალი, მუსიკოსი, ფოტოგრაფი თუ სხვა, მოკლედ, ისინი, ვინც ყველაზე მაგარ გოგოებს ქმნიან, დამოუკიდებელი ("ფრილანსერი") ხელოვანები ყოფილიყვნენ.
ამ იდეის განხორციელება კი უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის, ეიპიემ ტერმინალს ფოთის, საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის", ქალაქ თბილისის მერიის, DALOOD-ის, Reckless-ის, FABRIKA TBILISI-ის, კავკასიის უნივერსიტეტის, "მედ დიაგნოსტიკის", "ბორჯომისა" და "შუშაბანდის" მხარდაჭერისა და ეფექტიანი თანამშრომლობის გარეშე", — აცხადებენ პროექტის შემოქმედები.
საბოლოო შედეგის შეფასებას მაყურებელი სულ რამდენიმე დღეში შეძლებს.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ამ ბმულზე. ასაკობრივი შეზღუდვა: 16+
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები