მოსახლეობის 30% განწყობილია, რომ აიცრას, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ჯერ-ჯერობით ვერ აიცრა — გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყნის მოსახლეობის 30% განწყობილია, რომ აიცრას, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ამას ვერ აკეთებს. მისი თქმით, მათთან მეტი მუშაობაა საჭირო, რის გამოც, სამინისტრო ვაქცინაციის კამპანიის კარდაკარ პრინციპზეა გადასული.
"ვაქცინაციის პირველი ეტაპი არის აქტიური კომუნიკაციის ეტაპი, როდესაც მოსახლეობის 40% თავისივე გადაწყვეტილებით აქტიურად მოდის და გვახსოვს, ეს რამდენად აქტიური იყო. ჩვენ ახლა გადავედით შემდეგ ეტაპზე, რომ მეტად კარდაკარ პრინციპით ვცდილობთ, მოვიზიდოთ დაახლოებით ის 30% მოსახლეობის, რომელიც განწყობილია, რომ აიცრას, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ჯერ-ჯერობით ვერ აიცრა. მათთან მეტი მუშაობაა საჭირო და ესეც იქნება ოქტომბრის-ნოემბრის ბოლომდე, ეტაპობრივად, ეს ჩვენთვის მომდევნო ფაზა", — ამბობს გაბუნია.
მისივე თქმით, ამის შემდეგ იწყება მესამე ეტაპი, როცა რჩება ჯგუფი, რომელიც არ ექვემდებარება "ასეთ მარტივ საინფორმაციო კამპანიას".
20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარდა 1 926 893 აცრა, დღიურად აცრილია 5 543 ადამიანი. დღეს დადასტურდა კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 348, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი.
საქართველოში ამ დროისთვის 4 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი, თუმცა ასტრაზენეკათი აცრა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც ერთი დოზა უკვე გაიკეთა.
ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს, 16 წლის ზემოთ. გარდა ამისა, ქრონიკული დაავადებების ან საზღვარგარეთ წასვლის აუცილებლობის შემთხვევაში, აცრას შეძლებენ 12-წლიდან ბავშვებიც.
უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. დეტალები ნახეთ აქ: ვინ მიიღებს, როდის და როგორ — რა უნდა ვიცოდეთ ბუსტერსა და ჩანაცვლებაზე
ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.
იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.
ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.
-
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები