ვინ და როდის შეძლებს გრიპზე უფასოდ აცრას
საქართველოში სეზონურ გრიპზე აცრა უკვე დაიწყო, თუმცა ვაქცინა ამ ეტაპზე ძირითადად რისკჯგუფებისთვისაა ხელმისაწვდომი. აცრა სხვა მსურველებმა რამდენიმე კლინიკაში შეძლეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით საკმარისი მარაგი არ არის და მალე იწურება. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ვაქცინა ეტაპობრივად შემოდის. ღირებულება, ძირითადად, 70 ლარიდან იწყება.
რაც შეეხება რისკჯგუფებს, მათ აცრა უბნის პოლიკლინიკებში, ასევე, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში შეუძლიათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაცია გასულ კვირას დაიწყო და მასში მონაწილე პირველი სამი ჯგუფი იყო: ორსულები, დიალიზზე მყოფი პირები და სამედიცინო პერსონალი. მისივე ცნობით, ამ ეტაპისთვის, გრიპის 2 000 აცრაა ჩატარებული.
გამყრელიძე აღნიშნავს, რომ გარდა კორონავირუსის ვაქცინისა, გრიპის ვაქცინა ტვინდემიის ერთ-ერთი პროფილაქტიკური ღონისძიებაა. მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებებს უკვე გაეცათ რეკომენდაცია, გრიპის ვაქცინა სხვა ჯგუფებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი.
ვაქცინის მიღებას უფასოდ შემდეგი ჯგუფები შეძლებენ:
- შაქრიან დიაბეტზე მყოფი პირები;
- დიალიზზე მყოფი პირები;
- მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები;
- საოჯახო ბავშვთა ტიპის სახლში მყოფი ბავშვები;
- C ჰეპატიტის მქონე ადამიანები;
- ორსულები;
- აივ–ინფექციის მქონე პირები;
- 60 წლის ზემოთ ასაკის პირები;
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგები;
- ორგანოგადანერგილები;
- ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი;
- ვეტერინარის და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი;
- საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელები.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გრიპის ვაქცინისთვის საუკეთესო დრო ოქტომბერია, თუმცა, გვიან არასდროს არ არის და ვაქცინის მიღება მომავალ თვეებშიც შესაძლებელია.
მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფებისთვის ნებისმიერი კატეგორიის ვაქცინა უკვე ნებისმიერ კლინიკაში ხელმისაწვდომია. ზახაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამცრელი პუნქტების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
"გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომია ნებისმიერ პოლიკლინიკაში, რომელიც ჩველებრივ, სტანდარტულად ატარებს იმუნიზაციას. ხშირ შემთხვევაში, ეს განსხვავდება კოვიდვაქცინაციის ცენტრებისგან და ვიმედოვნებთ, რომ რამე სპეციფიური რიგებისგან დაცული იქნება სისტემა და შევძლებთ ისე მივაწოდოთ მოსახლოებას ეს იმუნიზაცია, რომ ზედმეტი საფრთხეები და დისკომფორტი არ შევუქმნათ მათ", — ამბობს ის.
ზახაშვილი დასძენს, რომ ზოგიერთი ამცრელი პუნქტი შაბათ-კვირასაც მუშაობს, მაგრამ ეს ინდივიდუალურად განსაზღვრული არ არის, ამიტომ აცრის მსურველმა აღნიშნული დეტალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა დააზუსტოს.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სახელმწიფომ გრიპის 200 000 ვაქცინა შეისყიდა. NCDC-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ უკვე შემოსული 43 000 დოზის გარდა, ქვეყანა კვირას ვაქცინის 60 000, ხოლო შემდეგ 100 000 დოზას მიიღებს.
7 ოქტომბერს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახალი ტერმინი ე.წ. ტვინდემია გაჩნდა, რაც გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად ინფიცირებას გულისხმობს. როგორც კორონავირუსის, ისე სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები