ტარანტინოს თქმით, Kill Bill 3 შეიძლება მისი შემდეგი ფილმი იყოს
კინოს მოყვარულები მოუთმენლად ელიან კვენტინ ტარანტინოს შემდეგი ფილმის ხილვას, რადგან თანამედროვეობის ეს ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი კინოხელოვანი ხშირად გვაფრთხილებს, რომ რეჟისორის კარიერის დასრულებას აპირებს.
ტარანტინო ცოტა ხნის წინ იტალიაში, კერძოდ რომის კინოფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც საპატიო ჯილდო გადასცეს. სწორედ ამ ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ზუსტად არ იცის, თუ რა იქნება მისი შემდეგი ფილმი, მაგრამ კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ეს იყოს Kill Bill 3 (მოკალი ბილი 3), რეჟისორმა შემდეგნაირად უპასუხა:
"რატომაც არა".
კვენტინ ტარანტინომ იმ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც უნდა: მათ შორისაა კინოს შესახებ წიგნის დაწერა და სერიალის გადაღება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად მაინც კომედიაზე მუშაობა სურს.
"როგორც მაინცდამაინც შემდეგი ფილმი არა, მაგრამ ამ რაღაცის გადაღებაზე ვფიქრობ და მასზე ბევრი რამის თქმას არ ვაპირებ, გარდა იმისა, რომ ის ნაწილობრივ სპაგეტი ვესტერნი (ევროპული ვესტერნი) იქნება. ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ ამ იდეის განხორციელებას, რადგან ის ძალიან სასაცილო იქნება: ვესტერნის ჟანრის ფილმი, რომელშიც ყველა სხვადასხვა ენაზე ილაპარაკებს", — აღნიშნა მან.
მნიშვნელოვანია, რომ ტარანტინომ მოკალი ბილის მესამე ნაწილის გადაღების შესაძლებლობაზე აქამდეც, მაგალითად, 2019 წელსაც ისაუბრა. შემდეგში იმის ალბათობაც არ გამორიცხა, რომ ახალ ფილმში, შესაძლოა, უმა თურმანის შვილიც კი ვიხილოთ.
მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე, ტარანტინოა და წინასწარ მის შესახებ ვერაფერს ვივარაუდებთ, სანამ თავად არ გადაწყვეტს ტრადიციულად ჩვენს გაოცებას.
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
კომენტარები