ადვოკატი 5 ივლისს ძალადობაში ბრალდებული კუტალაძის პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს
ადვოკატი, სერგი ხურციძე 5 ივლისს ძალადობაში ბრალდებული დავით კუტალაძის პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს. პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც მტკიცებულებების დაუშვებლობაზე და მოთხოვნის შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებენ.
მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის შემდეგ, კუტალაძე აქტიურად ავრცელებდა ძალადობრივ მოწოდებებს, ემუქრებოდა მედიასა და აქტივისტებს, ადვოკატმა, პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქმეში არ დევს კადრები, სადაც კუტალაძის მიერ ძალადობისკენ მოწოდება ან ვინმესთვის ფიზიკური შეურაცხყოფა ჩანს.
"ზოგადად, მოწოდება იმდღევანდელი არსად არ ჩანს კადრებში. ჯგუფური ძალადობა აქვს წარდგენილი ყველას აბსოლუტურად, ყველას აქვს, მაგრამ ორგანიზატორებად ისინი შერაცხულები არ არიან. არანაირად არ გამოდის ორგანიზატორი დავით კუტალაძე, ამას არც არავინ არ ედავება მას, სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პროკურატურამ საკმაოდ უხვად წარმოგვიდგინა ბრალები სასამართლოში, საკმაოდ სერიოზული ბრალები, თუმცა არანაირი მტკიცებულებით ეს ბრალები გამყარებული არ არის. მსგავს კადრებს მე საქმეში არ ვიცნობ, არ დევს სისხლის სამართლის საქმეში მსგავსი კადრები, რომ დავით კუტალაძე ვინმე მოუწოდებს ძალადობისკენ", — განაცხადა ადვოკატმა.
TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობაში ბრალდებულს, დათო კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 ივლისს შეეფარდა.
კუტალაძე 13 ივლისს სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას ამბობდა, რომ ის არა მოძალადე, არამედ "ქართველი ვაჟკაცია". მიუხედავად იმისა, რომ მისი არაერთი ძალადობრივი მოწოდებაა ცნობილი, ის ამტკიცებს, რომ ჟურნალისტები ცდილობენ მისგან მოძალადე და "განტევების ვაცი" შექმნან. სასამართლოს დარბაზში ის ჰომოფობიურ განცხადებებსაც ავრცელებდა და ლგბტ თემს დამამცირებლად მოიხსენიებდა.
შსს-მ კუტალაძე 12 ივლისს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობისთვის დააკავა.
5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მედიაზე ძალადობის შედეგად ათობით ჟურნალისტი დაშავდა, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კი, რომელიც მძიმედ იყო დაშავებული 11 ივლისს გარდაიცვალა. ამის გამო, მედიამ იმ დღესვე საპროტესტო აქცია გამართა, რადგან სახელმწიფომ მედიის და გამოხატვის უფლების დაცვა ვერ/არ უზრუნველყო და ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილიც შეუერთდა. საპასუხოდ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებზე ძალადობა ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
-
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
კომენტარები