ცაში დავფრინავ — მოთამაშე 001-ის შემსრულებელი ჰყვება, როგორ შეცვალა Squid Game-მა მისი ცხოვრება 77 წლის ასაკში
ნეტფლიქსის ახალი და სენსაციური წარმატების მქონე სერიალის, Squid Game-ის, იგივე კალმარის თამაშის, მსახიობის, იანგ-სუ ოს თქმით, განსახიერებულმა როლმა მისი ცხოვრება შეცვალა. ამის შესახებ მან სამხრეთკორეულ გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა.
77 წლის იანგ-სუმ, რომელიც სერიალში მოთამაშე 001-ის როლს ასრულებს, მაყურებლების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. სასიკვდილო შეჯიბრების დაწყებამდე გაღიმებით იგი კალმარის თამაშის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ იქცა. როგორც ჩანს, ფანების დამოკიდებულებას ოც გრძნობს და ეს ძალიან ახარებს.
"ასე მგონია, ცაში დავფრინავ", — ამბობს იგი, — "საკუთარ თავს ვეუბნები, უნდა დაწყნარდე, ფიქრები აკონტროლო და მიწაზე დაეშვა-მეთქი".
მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ სერიალის მოტანილი პოპულარობა მისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, ასისტენტიც კი არ ჰყავს.
"უამრავი ადამიანი მიკავშირდება და რადგან მენეჯერი არ მყავს, ამდენ ზარსა და შეტყობინებასთან გამკლავება მიჭირს. ამიტომ, ჩემი შვილი მეხმარება.
"ბევრი რამ შეიცვალა. კაფეში ან მსგავს ადგილას რომ გავდივარ, უკვე მიწევს, ვიცოდე, როგორ გამოვიყურები. ეს მაფიქრებინებს, რომ პოპულარობაც რთული ყოფილა", — დასძენს იანგ-სუ.
სულ რამდენიმე კვირის წინ გამოშვებული კალმარის თამაში, 111 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალად იქცა.
სერიალში სიუჟეტი იმ ადამიანების გარშემო ვითარდება, რომლებიც უფულობის გამო სასიკვდილო თამაშში ერთვებიან. აქ საბავშვო თამაშები სისხლიან შეჯიბრებადაა ქცეული, თუმცა საპრიზო თანხა მონაწილეებს თამაშის დატოვების ცდუნებას აძლევინებს.
კალმარის თამაშის რეჟისორს მისი შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2008 წელს გაუჩნდა, თუმცა, სანამ შეთავაზებას ნეტფლიქსი დათანხმდებოდა, სერიალის გადაღებაზე მას უარს 10 წლის განმავლობაში ეუბნებოდნენ.
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
კომენტარები